კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტაში 14 წლის გოგო დაჭრეს

4 თებერვალი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. 22 წლის ბიჭმა სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით 14 წლის გოგო მუცლის არეში დაჭრა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას 4 საათის განმავლობაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა.

გამგებლის წარმომადგენელმა, მატანის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით მამუკელაშვილმა  humanrights.ge-ს განუცხადა, რომ მეზობელს თოფი შემთხვევით გაუვარდა. ის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ ბრალდება გადაკვალიფიცირდება.

მამუკელაშვილის თქმით, გოგონა  მრავლობითი დაზიანებების გამო  იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და დამატებითი გამოკვლევები უტარდება. 

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვლაზე დააკავა. როგორც humanrights.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ამბები