კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედს სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა

19 თებერვალი, 2016
 interpressnews.ge

კომუნიკაციების კომისიამ "ტელეიმედს" სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ტელეიმედს" სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს, კომისიამ შპს "ტელეიმედის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარი დააკმაყოფილა.

მათივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს "ტელეიმედს" სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო "ადამიანის უფლებათა ცენტრი" არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. საჩივარში, ასევე აღნიშნული იყო, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს "სტუდია მაესტრო", შპს "ტელეკომპანია კავკასია", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი I", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი II", შპს "რუსთავი 2", ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი", შპს "რადიო პალიტრა", შპს "ქართული რადიო" (რადიო "მაესტრო") და სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1".

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ააიპ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ შპს "ტელეიმედის" სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდენილი სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს "რეკლამის შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შპს "ტელეიმედს" სარეკლამო რგოლის განთავსება დაავალა. 

წყარო: interpressnews.ge
 

ახალი ამბები