კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის საკრებულოს დეპუტატები გუბერნატორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

26 თებერვალი, 2016
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 23 თებერვალს მეორედ ჩაიშალა, სხდომის ჩაშლის მიზეზად დეპუტატების ნაწილი მხარის გუბერნატორის მხრიდან საკრებულოს საქმიანობაში ჩარევას და რეგლამენტის დარღვევას ასახელებს. საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ 23 თებერვლის საკრებულოს სხდომის მოსამზადებელი ბიუროს სხდომა არ ჩატარებულა და არ მომხდარა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცება. საკრებულოს დამოუკიდებელი  წევრის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, სხდომის დღის წესრიგს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ადგენს. ამის ერთ-ერთ მაგალითად ბეჟიტაშვილი 19 თებერვლის სხდომას ასახელებს, სადაც ბიუროს სხდომაზე  9 საკითხი განიხილეს, საკრებულოს სხდომაზე კი 4 საკითხით ნაკლები - 5 საკითხი შევიდა. ვინ შეიტანა ცვლილება საკრებულოს დღის წერიგში -  ამ კითხვაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზაქარიაძემ განუცხადა, რომ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიღებულ დღის წესრიგში ჩასწორებები შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ შეიტანა.

თვითმმართველობის საქმიანობაში გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ჩარევას დეპუტატების ნაწილის პროტესტი და საკრებულოს  სხდომის ჩაშლა მოჰყვა.

,,ეს არის უპატივცემულობა არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ამომრჩევლის, როდესაც ბიუროზე მიღებული საკითხები იცვლება გუბერნატორის ადმინისტრაციის მხრიდან, არც გუბერნატორს და არც მის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს საკრებულოს მუშაობაში ჩაერიოს“, - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტან ბეჟიტაშვილმა.

გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მხოლოდ ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ედიშერაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ სამართლებრივი რეკომენდაციები გაიცა. 

,,ცალსახად იქნა დარღვეული თვითმმართველობის კოდექსი, რადგან არ შეიძლება, გუბერნატორი ერეოდეს თვითმმართველობის საქმიანობაში“ - ასე ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი. მისი შეფასებით, იკვეთება გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში  ჩარევა.

კასპის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები  შესაბამის უწყებას მოუწოდებენ, გუბერნატორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე   მოკვლევა დაიწყონ.

„კასპის საკრებულოს წევრების თქმით, გუბერნატორს სხდომაზე განსახილველი საკითხები გადაუგზავნეს და შემდეგ, მისი მითითებების თანახმად  დღის წესრიგი შეცვალეს. რაც გუბერნატორის უფლებამოსილების ფარგლებს სცდება. შესაბამისად, ეს არის უხეში და პირდაპირი ჩარევა თვითმმართველობის მუშაობაში, რის გამოც არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ საგამოძიებო სტრუქტურებმა დაიწყონ მოკვლევა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე”,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა, რობერტ კავთიაშვილმა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით,  საკრებულოს სხდომის წინა დღეს,  22 თებერვალს კასპის საკრებულოს წევრები პარტია ,,ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან“ შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდნენ,  სადაც უშუალოდ მიიღეს დავალებები გუბერნატორისგან. მხარის გუბერნატორის პრესამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

ახალი ამბები