კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სოფელ ადიგენში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციის თაობაზე

2 მარტი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ადიგენში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციის გამო და მოითხოვს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადასტურებს, რომ სოფელი ადიგენი რელიგიური დაპირისპირების ერთ-ერთი კერაა. სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებას ასაზრდოებს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ქადაგებების გავლენის ქვეშ მყოფი მოქალაქეების აგრესია. ისინი აცხადებენ, რომ მუსლიმებს სოფელში მეჩეთი არ უნდა ჰქონდეთ,  ხოლო სოფლის ცენტრში არსებული ისტორიული მეჩეთი ეკლესიად უნდა გადაკეთდეს, რადგან თავის დროზე იგი დანგრეული ეკლესიების ქვებით არის აშენებული. მსგავსი მოსაზრებები გამოითქმის სხვა სოფლებშიც, სადაც კი საბჭოთა პერიოდში მუსლიმებისთვის ჩამორთმეული ისტორიული მეჩეთები არსებობს.

შემაშფოთებელია, როდესაც სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ ოჯახებს უფლებას არ აძლევენ, მიცვალებული თავიანთ სოფელში მიაბარონ მიწას. მუსლიმებს მსგავსი პრობლემა ადრეც არაერთხელ შექმნიათ, რაზეც ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებს ქმედითი რეაგირება არ ჰქონიათ.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს მედიაში გაჟღერებულ მოსაზრებას , რომ თითქოს აღდგენას არ ექვემდებარება სოფელ ადიგენში არსებული ისტორიული მეჩეთი, რომელიც 1885 წელს არის აშენებული.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირებით, 8 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, სოფელ ადიგენის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტის შეფასებით, შესაძლებელია ისტორული მეჩეთის როგორც სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, ისე მისი კონსერვაცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მთავრობას:

გაატაროს ქმედითი ზომები რელიგიური დაპირისპირების აღსაკვეთად, რისთვისაც აუცილებელია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.
 
სამხარეო და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნონ მოხელეები, რომლებიც ადეკვატურად შეაფასებენ საფრთხეებს და ხელს შეუწყობენ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დანერგვას, ასევე იმუშავებენ მზარდი სიძულვილის აღმოფხვრასა და რელიგიური უმცირესობების კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე.

განახორციელოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული მეჩეთების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტები, რაც ყველაზე მყარი გარანტიაა ამ ძეგლების გადასარჩენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი


გთხოვთ, იხილოთ ამ თემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშები: 

ახალი ამბები