კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

10 მარტი, 2016
 
                                                     ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით   მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა. შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის თანამშრომლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა უკვე დაუდასტურა გუბერნატორს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. 

რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ქართული ოცნების გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა ზურაბ რუსიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. ვახტანგაშვილის განცხადებით, გუბერნატორის არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომ   ქ. გორის საკრებულოში ,,ქართულმა ოცნებამ“  მმართველობა დაკარგა.

ზურაბ რუსიშვილს გუბერნატორად მუშაობის პერიოდში დაპირისპირება ჰქონდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. 
 
შიდა ქართლის გუბერნატორობის პერიოდში ზურაბ რუსიშვილის უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაზე საუბრობენ კასპის საკრებულოს დეპუტატები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზაქარიაძე.

კასპის საკრებულოს დეპუტატების ინფორმაციით, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიღებული 9 საკითხიდან 19 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ხუთი საკითხი გავიდა. 22 თებერვალს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას კი წინ უძღოდა შიდა ქართლის გუბერნატორთან საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა. 19 თებერვლის და 22 თებერვალს საკრებულოს სხდომები ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ რუსიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  მოითხოვს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეაგირება მოახდინოს კასპის საკრებულოს დეპუტატების ნაწილის ბრალდებაზე, რომლის თანახმად, შიდა ქართლის გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგიდან 4 საკითხის ამოღებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს,  რომ იკვეთება გუბერნატორობის პერიოდში,    ზურაბ რუსიშვილის და  მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გადაცდომები და თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევა. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დაიწყოს შესწავლა ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში   თვითმმართველობის საქმიანობაში   შესაძლო  ჩარევაზე.

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ვალდებულია, დაიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები. 

ახალი ამბები