თანამდებობა: იურისტი
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 მარტი, 1800 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ხელფასი: 1200 ლარი (დარიცხული)
მოვალეობები:
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
აუცილებელი მოთხოვნები
*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე
*დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
*კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
(მსურველებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ ნუ გამოგზავნით აპლიკაციას)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <
61>hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 მარტი, 18:00 სთ.
გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს - იურისტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება სატელეფონო ზარები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.