კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

15 მარტი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანში პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად მოიაზრება საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერძიშვილი.

Humanrights.ge-სთან საუბარში ვანო ბერიძიშვილმა  აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატად მისი კანდიდატურის წარდგენას, ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ბერძიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის გამგებელ გია გერგიძესაც მოიაზრებენ. თუმცა, აღნიშნული კანდიდატურების დასახელებას კოალიციის რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგება.

„ვანო ბერძიშვილს ხელს შევუშლით, რომ კენჭი არ იყაროს, რადგან მას სათანადო განათლება და გამოცდილება აკლია. გარდა ამისა, ის ნაციონალებთან არის შეკრული და მოღალატეა. ბერძიშვილი მალე პარტიის თავმდჯომარის პოსტსაც დაკარგავს. ბერძიშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან შეკვრის ამბავი სათაო ოფისშიც იციან. მის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ დავუშვებთ“,- აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა, ციცინო ღვინიაშვილმა. 

გურჯაანში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, რაც შიდა განხეთქილება დაიწყო. ამას მოწმობს ისიც, რომ ერთ-ერთ პარტიულ კონფერენციაზე მმართველი კოალიციის ბიუროს წევრები - ხათუნა ბეციშვილი და ციცინო ღვინიაშვილი არ შეუშვეს.
გურჯაანში სხვა მომქმედი პოლიტიკური პარტიებიდანაც მოიაზრებიან საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურები.

როგორც humanrights.ge-ს ნაციონალური მოძრაობის  ლიდერმა, გურჯაანში, ნიკა ნიჟარაძემ განუცხადა, შესაძლოა, ნაციონალებიდან კვლავ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა იყაროს კენჭი. გურჯაანში საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  ზვიად ყვირალაშვილი სახელდება, თავისუფალი დემოკრატებიდან კი - საკრებულოს წევრი სიმონ ქოჩორაშვილი.

გურჯაანში, პარტიებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუ ვის დაასახელებენ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად.

ახალი ამბები