კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ იმსჯელეს

19 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში 15 მარტს ერგნეთში გამართულ რიგით 64-ე  შეხვედრაზე ჯარიაშენში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ იმსჯელეს. 

„შეხვედრაზე განვიხილეთ გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი. აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. ეს საკითხი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაყენებული იქნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით კობახიძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის განცხადებით, ჯარიაშენში საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძრის ხშირი შემთხვევებით იყო განპირობებული.

,,ეს გზა მომავალში ხანძარსაწინააღმდეგო ზონა იქნება, რადგან გასულ წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა იქ ხანძარი,  იმოძრავებს სპეცტექნიკა რათა ხანძრის შემთხვევაში დროულად ჩავაქროთ ხანძარი. თუმცა, ადგილობრივებს ვაფრთხილებ, ის ზონა სასაზღვრო ზოლია და მისი გადაკვეთა აკრძალულია“, - განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა. 

ჯარიაშენში მცხროვრებთა ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაყვანისას ხილის ბაღები მძიმე ტექნიკამ დააზიანა და ამის შემდეგ საოკუპაციო ხაზმა რამდენიმე ათეული მეტრით საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიწია.
,,70 წლის ვარ და აქ ხანძარი არ მახსოვს, ეს გზა საავტომობილო დანიშნულების იქნება და ოკუპირებულ სოფლებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ამის შესახებ რუსმა სამხედროებმა მითხრეს, ვინც აქ მუშაობდა“,- განაცხადა ჯარიაშენში მცხოვრებმა გურამ ტატიშვილმა.

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში ერთ-ერთი დევნილის კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, დავით კობახიძის განცხადებით, ოსური მხარისგან დაპირება მიიღო, რომ მომავალი შეხვედრისთვის აღნიშნულ საკითხს გაარკვევდნენ. 

შეხვედრის მეორე ნაწილში მხარეებს შორის  საუბარი სამელიორაციო სისტემას შეეხო. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სარწყავ არხს უახლოეს მომავალში გაასუფთავებენ. სარწყავი წყლით კი, როგორც   საქართველოს  ხელისუფლების კონტროლირებად სოფლებში, ასევე ოკუპირებულ სოფლებში მაცხოვრებლები ისარგებლებენ. 

ახალი ამბები