კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კეთილი სამარიტელი მარკოვიდან“ - გამოფენა გაიმართა

19 მარტი, 2016
 ქრისტინე პახომოვი 

17 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „კეთილი სამარიტელი მარკოვადან“, რომელიც პოლონურ ულმების ოჯახს მიეძღვნა. პარალელურად კი, ამავე დღეს, პოლონეთში გაიხსნა ულმების ოჯახის სახლ-მუზეუმი. 

1944 წლის 24 მარტს ფაშისტებმა იოზეფ ულმი და მისი ოჯახი ებრაელების რვასულიანი ოჯახის მფარველობისთვის დახვრიტეს. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩეშკოვსკი  და პოლონეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ: რუმინეთის, ბულგარეთის, ლიტვის, ჩეხეთისა და თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
„დღევანდელი დღე  ულმების ოჯახს ეძღვნება.  პარალელურად, პოლონეთში იხსნება ულმების ოჯახის სახლ-მუზეუმი. ამ ღონისძიების და ზოგადად პოლონელი ხალხის მაგალითით გვინდა, ახალგაზრდობამ დაინახოს დიდი ტრაგედია და ამით  ვუთხრათ მათ, რომ არასოდეს დავუშვან მსგავსი ფაქტები“,- აღნიშნა საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელმა, მარინე სოლომნიშვილმა.

ღონისძიებაზე ულმების ოჯახისა და პოლონელი ხალხის მხარდაჭერაზე ისაუბრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, გურამ ლორთქიფანიძემ.

ღონისძიების დასასრულს, პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანჟეი ჩეშკოვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონელი ხალხის კეთილშობილური ჟესტი მაგალითი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის.

ახალი ამბები