კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ფაქტი გაიხსნა

21 მარტი, 2016
 
   ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

7 მარტს 39 წლის სამხედრო მოსამსახურის, რომან ბედიანაშვილის საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. თავდაპირველად სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად ჩაითვალა, თუმცა ფაქტიდან ათი დღის შემდეგ, 17 მარტს შსს-მ განცხადება გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეს მეგობარმა გოგონამ, მისივე საცხოვრებელ სახლში ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში საწვავი მოასხა და ხანძარი განზრახ გააჩინა, ამის შემდეგ კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. გამოძიების პარალელურად მიმდინარეობს ექსპერტიზა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.   
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედის განცხადებით,  მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა. ორი წლის წინ კი თვითმკვლელობაც სცადა. ბრალდებულის დედის განცხადებით,  მისი შვილი სახლიდან ორი წლის წინ წავიდა და მას შემდეგ არ უნახავს. 

მოკლული სამხედრო მოსამსახურე გორში ნარკოლოგიური შენობაში ცხოვრობდა.

ახალი ამბები