კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეს შენ გეხება“ - აქცია უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის წინააღმდეგ

22 მარტი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

19 მარტს თბილისში კამპანია „ეს შენ გეხებას“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპროტესტებდნენ. 

„ჩვენ არ გვეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ გვეხება ის, რომ ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებენ და აშანტაჟებენ“, - ამ წარწერით პლაკატებსა და ბაისურებს ბევრგან ნახავდით აქციაზე. აქციის მონაწილეები კანონის გამკაცრებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.

აქციაში მონაწილეობდნენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები. კამპანიას შეუერთდა პროფკავშირების გაერთიანება. საპროტესტო მანიფესტაცია ფილარმონიიდან დაიწყო და სახელმწიფო კანცელარიასთან დასრულდა. გზადაგზა მანიფესტანტებს სოლიდარობის მიზნით მრავალი მოქალაქე შეუერთდა.

აქციაში აქტიურად მონაწილეობდბებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები. „დღეს ჩვენ შევახსენებთ მთავრობას, რომ მოაწესრიგოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ საზოგადოება დაცული იყოს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ გავრცელებისგან, შანტაჟისგან. ვიდრე მთავრობა ამ ნაბიჯებს არ გადადგამ, ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ასეთი უკანონობა მოხდება - გავრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, მთავარი ეჭვმიტანილად ყოველთვის აღიქმება ის სამინისტროები, რომლებსაც დღეს ხელი მიუწვდებათ მოქალაქეთა თვალთვალსა და მოსმენებზე. ამავე დროს, ამ აქციით ჩვენ შევახსენებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ ეს პრობლემები ყველას ეხება, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ ვრცელდება ფარული ჩანაწერები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

„ჩვენ გვეხება ის, რომ შეიძლება, უკანონოდ გვითვალთვალებენ, ასევე ის, რომ შეიძლება, რომელიღაც ჯგუფმა ადამიანები დააშინოს. ჩვენ ვეუბნებით უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს არას!“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

„ჩვენი უფლებები არ შეიძლება იყოს შელახული. პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული, ამაზე კი უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. ჩვენი პროტესტი ეხება ყველას. ეხება იმ იატაკქვეშეთა ჯგუფებს, რომლებიც ჩვენს მანიპულირებას ცდილობენ. ცდილობენ, მოახდინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების შანტაჟი. ეს ყველაფერი გვეხება ჩვენ, ამის გათვალისწინებით, უკანონო მოსმენებს არა“,  - განუცხადა საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

პარალელურ რეჟიმში საპროტესტო აქცია  - „ეს შენ გეხება“ მიმდინარეობდა რეგიონებში - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც.

ახალი ამბები