კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი თოთლაძე აირჩიეს

31 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებს წინ უძღოდა მმართველი პარტიის  გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ზურაბიშვილის მხრიდან საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ განცხადების დარეგისტრირება. ზურაბიშვილს განმარტება არ გაუკეთებია თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და  საკრებულოსთან ერთად აპირებს თუ არა პარტიული მანდატის დატოვებას. ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია ,,ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ შევა ქ. გორის საკრებულოში ზურაბიშვილის ნაცვლად. საკრებულო ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პირველი აპრილის სხდომაზე იმსჯელებს. 

ზურაბიშვილის მიერ საკრებულოს  მანდატის დატოვების მეორე დღეს, 27 მარტს, გორის დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს"   კონფერენცია გაიმართა, რომლსაც ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. შეხვედრაზე პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი თოთლაძე აირჩიეს. კონფერენციას პარტიის წევრები, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ენერგეტიკის მინისტრი  კახი კალაძე ესწრებოდნენ.

„დღეს ვასრულებთ კონფერენციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ჩავატარეთ გორში საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ავირჩიეთ  გიორგი თოთლაძე”,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი თოთლაძე ,,ქართულ ოცნებაში" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ქარელის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 2013 წელს რეგიონის  გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, თუმცა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე თოთლაძეს იმ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, პარტია ,,ქართულ ოცნებაში" მაშინდელი გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილთან დაპირისპირებას  ასახელებდნენ.

პაუზის შემდეგ თოთლაძე კვლავ ჩაერთო პარტია ,,ქართული ოცნების" საქმიანობაში.  გავრცელებული ინფორმაციით, იგი რეგიონის ვიცე-გუბერნატორად ინიშნება, თუმცა ზურაბ რუსიშვილის წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ახალი გუბერნატორი არ დაუნიშნავს.

„ჩვენი მიზანია,  ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს გორის პარტიული ორგანიზაციის  გაძლიერება და ნდობის ხარისხის ამაღლება, რასაც ჩვენგან ხალხი მოელის“, - აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა, რასაც წინ უძღოდა გორის  მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაპირისპირება. 

ახალი ამბები