კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, დავით სოკოლოვს აუნაზღაურდეს სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზიანი

14 აპრილი, 2016
 
15 აპრილს, 12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, დავით სოკოლოვს აუნაზღაურდეს 1991-92 წლების სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზიანი.                                                                                                                                                                                                          
1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლნების შედეგად საქართველოს ასობით მოქალაქეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. საომარი მოქმედებების შედეგად, ბევრმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი და დარჩა ღია ცის ქვეშ. ერთ-ერთი დაზარალებული არის წარსულში პირველი არხის ცნობილი ტელეწამყვანის, „მოამბის“ დიქტორის, დავით სოკოლოვის ოჯახი. 

1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ დავით სოკოლოვის ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი განისაზღვრა 81 656 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სოკოლოვის ოჯახს ზარალის საკომპენსაციოდ უნდა გადასცემოდა ოთხოთახიანი ბინა 64 800 ლარის (47 998,7 აშშ დოლარი) ღირებულების, ხოლო ზარალის ნაწილი თანხის სახით (25 790 აშშ  დოლარი) უნდა ანაზღაურებოდა.

1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილების თანახმად, რომელიც მიღებულია თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განაწილების თაობაზე, დავით სოკოლოვს ოჯახის ორ წევრზე (თვითონ, მეუღლე) უნდა გადასცემოდა 84,3/135კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი ბინა მე-3 სადარბაზოს მე-6 სართულზე ბინა #44, 1991-92 ცნობილი მოვლენების დროს მისი ოჯახის ქონებრივი ზარალის საკომპენსაციოდ მისაღები თანხის, 64800 ლარის სანაცვლოდ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 ოქტომბრის #668 განკარგულების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ამირანმა“ აიღო ვალდებულება, 2011 წლის 16 ნოემბრამდე დაესრულებინა ქ. თბილისში, ყიფშიძის ქ. #5-ში მდებარე კორპუსის მშენებლობა. თუმცა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ქ. თბილისის მერიასა და შპს „ამირანს“ შორის გაფორმებული  ხელშეკრულება შეწყდა. 

2016 წლის 2 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურიდან დავით სოკოლოვს მოულოდნელად აცნობეს, რომ თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის დადგენილებით, შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელმაც იმსჯელა დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კომისიის მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობების კანონიერებაზე და გააუქმა კომისიის მიერ გაცემული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები.     
                       
მიუხედავად იმისა, რომ ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები გაუქმდა 2011 წელს, ამის თაობაზე თბილისის მოსახლეობა არ ყოფილა ინფორმირებული და მათ შორის არც დავით სოკოლოვის ოჯახი. უფრო მეტიც, ვაკის რაიონის გამგებლის 2014 წლის 13 აგვისტოს #6 ბრძანების საფუძველზე დავით სოკოლოვს გადაეცა საკუთრების უფლების მოწმობა #21, არარსებულ საცხოვრებელ ბინაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნულ  საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სარჩელით მიმართა, რითაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 31 მაისის 1992/93 წწ დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწვლელი კომისიის სხდომის ოქმი და დავით სოკოლოვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები