კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

14 აპრილი, 2016
 
interpressnews.ge

საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის წესები, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის ”ეს შენ გეხებას” სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს.

"2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის (კონსტიტუციური სარჩელი N625) და საქართველოს მოქალაქეების გიორგი ბურჯანაძის, ლიკა საჯაიას, გიორგი გოცირიძის, თათია ქინქლაძის, გიორგი ჩიტიძის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (კონსტიტუციური სარჩელი N640) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ იყო გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და ამ მიზნით სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსების შესაძლებლობა. ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, განეხორციელებინა კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება მოითხოვს, როგორც ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელი და გონივრულად საკმარისი დროის გათვალისწინება. ასეთ ობიექტურად საკმარის ვადად საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი მიაჩნია", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გაწყვეტილებაში.

ახალი ამბები