კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 3 მილიონამდე აუთვისებელი თანხა და ჩავარდნილი პროექტები

21 აპრილი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკრებულოს წევრებს გასული წლის ანგარიში ერთი თვის დაგვიანებით წარუდგინა. 15 მარტის საკრებულოს სხდომაზე  2015 წლის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამის მიზეზად საკრებულოს წევრი რობერტ კავთიაშვილი გამგეობის მიერ გასულ წელს 3 მილიონამდე ლარის აუთვისებლობას და შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს.

,,ერთი თვის დაგვიანებით გამოიტანა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება საკრებულოს სხდომაზე. გამგებელი ანგარიშის ჩაბარების დროს რაღაც ციფრებს კითხულობდა, რომელიც  ნაკლებად საინტერესოც იყო, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ ჩვენს ქალაქში თუ რამე გაკეთდა უხარისხოდ არის შესრულებული და ხელმეორედ არის გასაკეთებელი“,- განაცხადა კავთიაშვილმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა რამდენიმე სოფელში,  მათ შორის არის  ახალქალაქი, წინარეხი, კავთისხევი, ოკამი და ლამისყანა.  საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, პროექტების ჩავარდნა გამგეობის არასწორი მენეჯმენტით იყო  გამოწვეული,  რადგან  ერთ სამშენებლო კომპანიას გამგეობამ 28 ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოების ჩაბარების ვადები ერთმანეთს ემთხვეოდა.

,,გამგებელს მენეჯმენტში აქვს პრობლემა. თავად უნდა გაეკონტროლებინა კომპანიები, რათა შედეგი მიეღო. როდესაც ერთ-ერთ კომპანიას შპს ,,კანაპეს“ გამგეობამ გაუფორმა 28 ხელშეკრულება, გამგებელსა და  მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებს წარმოდგენა უნდა ჰქონოდათ, რომ 28 ხელშეკრულებას ეს კომპანია ვერ შეასრულებდა, თუნდაც წარსული საქმიანობიდან გამომდინარე”,- აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

თავად გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავარდნილ პროექტებზე პასუხიმგებლობას საკრებულოში სოფლების მაჟორიტარ დეპუტატებსაც უნაწილებს, რადგან მისი თქმით, კომპანიების შერჩევაში საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართულნი.  რაც შეეხება ჩავარდნილ პროექტებს, გოჩიტაშვილი ამბობს, რომ სამჯერ შეხვდა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სამუშაოს შესრულებისას პრობლემები შეექმნათ.

„ვაფრთხილებდით, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდნენ, თუმცა ნოემბრამდე ჰქონდათ ვადა და კონტრაქტს ვერ შევუწყვეტდით. ჩვენი ვარაუდები გამართლდა და ამ კომპანიებმა სამუშაოების შესრულება ვერ შეძლეს, რის გამოც დავაჯარიმეთ“,- განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა.

ის პროექტები, რომელიც გასულ წელს ვერ განხორციელდა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს დასრულდება.

ახალი ამბები