კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის თვითმმართველობაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ

27 აპრილი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთი საკრებულოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიძინა, თუმცა წასვლა მის მრჩეველთან, ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა. საკრებულოს თავმჯდომარემ ავიაკომპანიას თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა 905 ლარიდან მხოლოდ 155 ლარი დაუბრუნდა.

„პოლონეთში რომ წავსულიყავი, თანხა ხომ მაინც დაიხარჯებოდა, ახლა კი ამ თანხის ნაწილი დამიბრუნეს. ქალაქი რომ ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგიტომ გადავწყვიტე დარჩენა და უარი ვთქვი გამგზავრებაზე“,- აღნიშნა ქ.გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.  

„საკრებულოს თავმჯდომარეს რჩევა მივეცი, ლამაზი არ იქნება ქალაქი მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ერთდროულად დატოვონ და ქალაქი ხელმძღვანელის გარეშე დარჩეს. ბუნებრივია, მან მითხრა,გეთანხმებიო“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გორიდან პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, მისი მრჩეველი შალვა ტლაშაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრმა, თამარ თედლიაშვილმა კითხვა დაუსვა, თუ ვინ აანაზღაურებს 908 ლარს, რაც ბილეთისთვის იყო გამოყოფილი და ბიუჯეტს დააკლდა, თუმცა ამ კითხვაზ საკრებულოს თავმჯდომარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

„როდესაც ბატონი ილია საკრებულოს რიგითი წევრი იყო, ასეთ ქმედებებს აპროტესტებდა. საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ თანხა არამიზნობრივად დახარჯა და უფლებამოსილებას გადაამეტა“,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა, თამარ თედლიაშვილმა.

თედლიაშვილის  თქმით, ილია მეტრეველმა შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის ლიმიტს პირველად მაშინ გადააჭარბა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი მრჩევლად დანიშნა და მეორედ კი,  თანაპარტიელის, რამაზ შარიქაძის საკრებულოს აპარატის ტექნიკურ თანამშრომლად დანიშვნის დროს.

თედლიაშვილის ბრალდებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. მან მეტრეველი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიულ აქტივისტებთან შესახვედრად საკრებულოს სხდომათა დარბაზი გამოიყენა. თედლიაშვილმა საკრებულოს ოფიციალური  გვერდის პარტიულ ნიშნით გამოყენებაზეც ისაუბრა და ამის მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუების განთავსება დაასახელა, მაშინ როდესაც, სხვა საკრებულოს წევრების აქტივობები და განცხადებები გვერდზე არ ქვეყნდება.  

საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა განცხადა, რომ მასთან შესახვედრად ის  მოქალაქეები იყვნენ მისულები, რომლებიც 2014 თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კოორდინატორებად მუშაობდნენ, არჩევნების შემდეგ  მათ ,,ქართულ პარტიასთან"  შეხება აღარ აქვთ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში საკრებულოს ოფიციალურ გვერდს, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საკითხით დაინტერესდება.     

ქ. გორის მერიის და უშუალოდ მერის მივლინებებში დახარჯულ თანხებს რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა,   სადაც გორის მერი მივლინებების დროს თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ოქრუაშვილმა ზურაბ ჯირკველიშვილის მერად არჩევის შემდეგ მისი მივლინების ხარჯვითი ნაწილი შეაჯამა, რაც 20 000 ლარს შეადგენს.  

შალვა  ტლაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილი  არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ჟურნალიტებს ქ. გორის მერის მივლინებების გასული წლის ხარჯვითი ნაწილი გააცნო, რომლის მიხედვით, 2015 წელს გორის მერმა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სამსახურეობრივი მივლინებების  დროს, 2 000 ლარამდე დახარჯა.
 

ახალი ამბები