კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს განახლებული შემადგენლობა და მოსალოდნელი იმპიჩმენტი

3 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

28 აპრილს ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, პარტია „ქართული ოცნების“ წევრის ნინო ზურაბიშვილის მიერ საკრებულოს მანდატის დატოვების შემდეგ, თვითმმართველობის პროპორციული სიის მიხედვით, საკრებულოში შევიდა ამავე პარტიის წევრი ლია ჩლაჩიძე. ლია ჩლაჩიძის უფლებამოსილება საკრებულომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან შესული წერილისა  და სამანდატო საპროცედურო კომისიის მოხსენების საფუძველზე სცნო.

ლია ჩლაჩიძე საკრებულოში შესვლამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

ქალაქ გორის საკრებულო პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა დატოვა, იოსებ ფალელაშვილის განცხადება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, 28 აპრილის სხდომაზე ცნობად მიიღეს. უახლოეს სხდომაზე მოხდება მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა. იოსებ ფალელაშვილს  პარტია „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ზაზაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად გორის დრამატული თეატრის დირექტორია.

გენდერული ბალანსი 15-წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში დარღვეულია. საკრებულოს წევრებიდან 13 მამაკაცი და 2 ქალია, საკრებულოს შემადგენლობის განახლების მიუხედავად, გენდერული კვოტა არ იცვლება.

ლია ჩლაჩიძის საკრებულოში შესვლას დადებითად აფასებენ საკრებულოს წევრები. ჩლაჩიძის შემდეგ ზაზა ზაზაშვილის საკრებულოში შესვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება“ ორჯერ დაშლილ ფრაქციას კიდევ ერთხელ შექმნის. 15-წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში 4  წევრი „პარტია ქართული ოცნებიდან“ არის, 4 – „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიიდან“, ორი - „თავისუფალი დემოკრატებიდან“. „რესპუბლიკურ პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ საკრებულოში ერთი წევრით არიან წარმოდგენილი, რაც შეეხება „ბურჯანაძე - გაერთიანებულ ოპოზიციას“, რომლის სიითაც ზურაბ როსებაშვილი შევიდა საკრებულოში, მან პარტია დატოვა და სავარაუდოდ, მმართველ პარტიას გააძლიერებს.

საკრებულოს თავმჯდომარე „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ წევრი ილია მეტრეველია.  საკრებულოში ძალთა თანაფარდობის შეცვლამ შესაძლოა, კიდევ ერთი იმპიჩმენტი გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ილია მეტრეველი საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ იმპიჩმენტის შემდეგ აირჩიეს.

ოქრუაშვილის გუნდიდან საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ქალაქ გორის მერის იმპიჩმენტი მაისის ბოლოს დააანონსა.  

6 მაისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში  საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხია შესული.
 

ახალი ამბები