o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ავტომობილი დაწვეს

16 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

12 მაისს, ქალაქ გორში სოდ-ის ყოფილი უფროსის, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წევრის, ალექსანდრე გოგლიძის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაიწვა. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, სავარაუდოდ, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. 

„ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ვანდალური ფაქტი. ეს მორიგი დაშინების მცდელობაა, რადგან ალექსანდრე გოგლიძე განიხილებოდა ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამას უკავშირდება მომხდარი“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბადრი ბასიშვილმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში დიდი იმედი არ აქვთ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. ბასიშვილის თქმით, დღემდე გაუხსნელია პარტიის სხვა წევრების ავტომობილების დაწვის საქმეები და ოფისის დარბევის საქმეც.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ენმ-ის წევრის ავტომობილის დაწვის ფაქტზე საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.   ამ ეტაპზე საგამოძიებო  ექსპერტიზა მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. 

ახალი ამბები