კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმოქმედო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო

18 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

რამდენიმე დღეა, კახეთში სეტყვა მოსახლეობას მოსავალს უნადგურებს. თუმცა, კახეთის მოსახლეობის თქმით, სახელმწიფო სამხედო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ჯერ არ გამოუყენებია. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სეტყვის საწინაარმდეგო დანადგარების გამოყენებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების არსებულ მდგომარეობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გააკეთა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებთან დაკავშირებით.

„2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ წარმატებულ საქმედ გამოაცხადა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების შეძენა, რაშიც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანადგარს შეეძლო, 95 %-ით შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი, თუმცა ამ დანადგარებს დღემდე არავინ იყენებს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, რეაგირება მოეხდინათ, თუმცა, სამი წელია, ამ საკითხს ყურადღებას არავინ აქცევს. მას შემდეგ, რაც კახეთის მოსახლეობის ნახევარს მოსავალი გაუნადგურდა, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თუმცა, „დელტას“ წარმომადგენლების თქმით, თვის ბოლომდე სრული დატვირთვით მუშაობას არ აპირებენ“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

15 მაისს მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი: გურჯაანი, სიღნაღი და საგარეჯო დააზარალა. განადგურებულია  ნაკვეთები, ვენახი, ხილისა და მარწყვის ბაღები. 

მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ჩალაუბანში, სადაც დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. აქედან 150 ჰექტარი 100%-ით განადგურდა, 150 ჰა 50%-ით.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენლები სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან და ზარალის მასშტაბებს ადგენენ.

სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა, წინასწარი მონაცემებით 970 ჰექტარი ვენახია დასეტყვილი. წინასწარი მონაცემებით, სიღნაღსა და გურჯაანში 1400 ჰექტრამდე ვენახი განადგურდა. საგარეჯოში მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს თუ არა მოსახლეობას. 

ახალი ამბები