o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა

20 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2016 წლის 30 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე მზია ოქრუაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას იჯარით აღებული ჯიხურით სარგებლობისთვის 960 ლარის ნაცვლად 240 ლარის გადახდა დააკისრა. მზია ოქრუაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ელიზა ქერდიყოშვილი იცავდა.

მზია ოქრუაშვილმა 2013 წლის 31 მაისს იჯარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მერიასთან, რომლის თანახმად, მას სარგებლობაში გადაეცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი ჯიხური. ჯიხურს ოქრუაშვილი კომერციული მიზნებისთვის იყენებდა. ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ქირად განისაზღვრა 40 ლარი თვეში.

ოქრუაშვილს 2013 წლის 5 დეკემბრიდან აღნიშნული ჯიხურით აღარ უსარგებლია, რის შესახებაც ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის შემდეგ წერილობით შეატყობინა ქ. გორის მერიას და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ქ. გორის მერიამ საპასუხო წერილში საკრებულოს დადგენილება მოიშველია და ოქრუაშვილს ახალი მოიჯარის წარმოდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტაზე. აღნიშნული წერილი რომელიც 2014 წლის 19 თებერვლით თარიღდება, მზია ოქრუაშვილისთვის ცნობილი 2015 წლის ივნისის თვეში გახდა. 

გორის მერიამ სასამართლოს მიმართა და მზია ოქრუაშვილისგან სრული ორი წლის საიჯარო ქირის 960 ლარის ანაზღაურება მოთხოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, მოქალაქე მზია ოქრუაშვილს არ ჰქონდა ვალდებულება, წარმოედგინა ახალი მოიჯარე. ამის გათვალისწინებით, ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო მოქალაქის მიერ მერიაში განცხადების წარდგენისთანავე. ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს მოთხოვნა გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. 

ახალი ამბები