o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გურჯაანის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

20 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისის იურისტმა, ლია ხუროშვილმა გურჯაანის №1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. იურისტი მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ გენდერულ თანასწორობასა და ომბუდსმენის სამსახურის შესახებ ესაუბრა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გურჯაანის №1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა მიიწვია. 

სკოლის პედაგოგის, მარიკა შანყულაშვილის განცხადებით, მეცხრე კლასში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც სამართლებრივ კულტურას, მასწავლებლისა და პოლიციელის ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. 

 „ამ პროექტიდან გამომდინარე ერთ-ერთი თემა გვქონდა სახალხო დამცველის სამსახურის შესახებ. რადგან ქალბატონი ლია კვალიფიციური იურისტია, მასთან ერთად ჩავატარეთ ერთ-ერთი გაკვეთილი. იურისტმა სიღრმისეულად აუხსნა სკოლის მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს გენდერი, გენდერული თანასწორობა და ომბუდსმენის სამსახური. ასევე მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ კახეთში“, - განაცხადა მარიკა შანყულაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლია ხუროშვილის თქმით, საჭიროა, სკოლის მოსწავლეებს ხშირად მიეწოდოს მსგავსი ინფორმაცია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“, რაც პირდაპირ კავშირშია გენდერულ საკითხებთან. ძალიან ხშირად პრობლემა არსებობს იმიტომ, რომ არსებობს ინფორმირების დეფიციტი, ამიტომაც მნიშვნელოვანია სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა და საუბარი ამ თემებზე“, - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

ახალი ამბები