კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

20 მაისი, 2016
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

17 მაისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ინდმეწარმის თემურ გიგაშვილისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხზე გაიმართა.

დაზარალებულ თემურ გიგაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში 2008 წლის თევზსაშენი მეურნეობა რუსმა საჯარისო ნაწილებმა მთლიანად გაუნადგურეს.

„ომის დროს რუსი სამხედროების რამდენიმე ასეული იყო შემოსული. თევზის ნაწილს საკვებად იყენებდნენ, ნაწილი კი აუზიდან გაუშვეს, რადგან აუზს საცურაოდ იყენებდნენ. თევზთან ერთად გამინადგურეს საფუტკრე მეურნეობა. როდესაც რუსეთის ჯარი გავიდა, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მივმართე გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს, დავით ხმიადაშვილს. გამგეობამ, წერილობით მიპასუხა, რომ ჩემი განცხადება ზარალის ანაზღაურების შესახებ მონაცემთა ბაზაში შეიყვანა. ზარალის ანაზღაურების მოლოდინში გავიდა სამი წელი, შემდეგ განმეორებით მივმართე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ამ უკანასკნელმა კი, თანხების არარსებობის გამო, ზარალის ანაზღაურებაზე უარი მითხრა. წლებია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, თუმცა უშედეგოდ“,- აღნიშნა თემურ გიგაშვილმა.

დამოუკიდებელი აუდიტის 2009 წლის 12 ნოემბრის დასკვნით, გიგაშვილისთვის მიყენებული ზარალი  285 620 ლარს შეადგენს.

გიგაშვილმა განადგურებული თევზსაშენი მეურნეობის აღდგენის მიზნით, პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში, აიღო სესხი 120 000 ლარის ოდენობით, რომლის ნახევარის გადახდას დღეს უკვე ვეღარ ახერხებს.

ომიდან 8 წლის შემდეგ, მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გიგაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.  

,,სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. აგრეთვე, კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებაა, უზრუნველყოს საომარი და საგანგებო მდგომარების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცია“,- განცხადა პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, რევაზ გოგიაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის ორ ერთეულად - გორის მუნიციპალიტეტის მერიად და გამგეობად გაყოფის შემდეგ გამგეობისთვის არ მიუმართავს თემურ გიგაშვილის, თუმცა მიმართვის შემთხვევაშიც გოგიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს წინაშე დააყენა რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა: მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციული დაპირების შესრულება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ პირველ ეტაპზე ვერ ხერხდება ზიანის სრულად ანაზღაურება, მოხდეს იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხის გადასახდელი ნაწილის 82 000 ლარის ჩამოწერა.

ახალი ამბები