კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებლის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

24 მაისი, 2016
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გაგებლის პირველი მოადგილე ელგუჯა გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ბრძანება ორშაბათს, 23 მაისს,  დაიწერა.  გიორგაძის განცხადებით, მას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. ამჟამად, ელგუჯა გიორგაძე ბიულეტენზეა და გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების გარეშე მიიღეს: „ახლა თბილისში ვარ და გამოკვლევებს ვიტარებ, გურჯაანში გავიგებ სიმართლეს.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძის განცხადებით, სამუშაო პროცესში ზოგს ათავისუფლებენ, ზოგი აჰყავთ, მისი თქმით, გამგებელს უფლება აქვს თავისი შეხედულებების მიხედვით გაათავისუფლოს, ან მიიღოს თანამშრომელი.

„ქართული ოცნების” წევრის, ციცინო ღვინიაშვილის განმარტებით ელგუჯა გიორგაძე პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს. 

„საჯარო სამსახურში მყოფი ნაციონალებს მფარველობდა, „ქართული ოცნების“ წევრებს კი სამსახურიდან ათავისუფლებდა. ის ერთი თვის წინ უფასო შვებულებაში გაუშვეს, ახლა კი ოფიციალურად დაიწერა ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“,- აღნიშნა ღვინიაშვილმა.

ახალი ამბები