კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუს-ი დაკავებული გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

8 ივლისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანი უწყების მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილია. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში. 

დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, ოსური მხარის ინფორმაციით, მან 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ. შემთხვევას ერთი სამხედრო ემსხვერპლა,  ერთი კი, მძიმედ დაშავდა. 

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ძალოვანი უწყების განცხადებას აბსურდულს უწოდებენ დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი თქმით, დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ წაყენებული ბრალი საეჭვო და დაუჯერებელია.
„გიორგის არანაირი შეხება არ ჰქონდა სამხედრო ფორმირებებთან. მისი სახლი მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრშია, საიდანაც აიყვანეს ერთი თვის წინ და ახლა წაუყენეს სულელური ბრალდება. ჩვენი მთავრობა უნდა დაეხმაროს მას, რადგან იგი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა“,- განაცხადა სოფელ დისევის მკვიდრმა, ვასილ ოქროპირიძემ.

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქისთვის წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. 
,,აღნიშნული პირი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, დასმულ იქნა IPRM-ის ბოლო შეხვედრაზე. საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება. დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული ბრალდება, გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ სანამ, ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება IPRM-ის და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახის წევრების განცხადებით, გიუნაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მათი თქმით, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაეხმაროს სიმართლის გარკვევასა და აბსურდული ბრალდებით დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებაში. 

ახალი ამბები