კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუს-ი: „გიუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარია“

22 ივლისი, 2016
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

19 ივლისს, ერგნეთში,  ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად 8 ივნისს დაკავებულ გიორგი გიუნაშვილის საქმე განიხილა. გიუნაშვილი  ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ე.წ. „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთისთვის გაასამართლა და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციის თანახმად, გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ხოლო, 2008 წლის 11 აგვისტოს, ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციითვე, გიუნაშვილმა იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ. 

„გიუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ერთი ბრალდება დაუმტკიცდა - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. მას ასევე ბრალს დებენ მოქალაქის განზრახ დაზიანებაში. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა.

 საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე, დავით კობახიძე, გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარია. 

„თავდაპირველად გიუნაშვილი დაკავებული იქნა ე.წ. „საზღვრის“ კვეთის ბრალდებით. თუმცა, მოგვიანებით, დე-ფაქტო პროკურატურის მიერ საქმე აღიძრა კონკრეტული პირის სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე. აღნიშნული ბრალდება კი არის აბსურდული”,- განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ე.წ. „საზღვრის“ უკანონოდ მონიშვნის სამუშაოები.

ახალი ამბები