კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი ავტომობილი „ოცნების“ აქციაზე

6 აგვისტო, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

3 აგვისტოს, რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
 
სცენის უკან მდგარ მანქანების კოლონაში humanrights.ge-მ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძისსამსახურეობრივი ავტომობილი, ნომრებით RST 041 შენიშნა. გადაღების მომენტში კადრში მოხვდა თავად საკრებულოს თავმჯდომარე. თუმცა, ჩვენ არ შეგვინიშნავს ავტომობილიდან მისი გადმოსვლის ფაქტი, რადგან გადაღების დაწყებისას მანქანაში არავინ იჯდა. 

როგორ აღმოჩნდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი ავტომობილი „ოცნების“ პარტიულ აქციაზე? ამ კითხვაზე დავით მაღლაკელიძე აცხადებს, რომ პარტიულ ღონისძიებაზე თვითმმართველობის ავტომობილის მიყვანა, მისი მძღოლის პირადი გადაწყვეტილება იყო.

„მე არ მივსულვარ მაგ ავტომობილით. ფეხით ჩამოვედი ჩემ კოლეგებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერიიდან რუსთაველის ქუჩამდე. ჩემმა მძღოლმა როცა გაიგო, უფროსი სადაც იყო  - პატივისცემის ამბავში მოვიდა იქ მანქანით. მძღოლია და არც ევალება, ახლა, ამდენი კანონის ცოდნა. მე რომ ეს გავიგე, ვუთხარი - არ შეიძლება, წადი-მეთქი და მერე წაუყვანია მანქანა. აქციიდან კი ჩემი დისშვილის ავტომობილით წამოვედი. ასე იყო ეს ნამდვილად და ნუ ატეხავთ აჟიოტაჟს“, - აცხადებს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკითხს ასე მსუბუქად არ უყურებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, იურისტი გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის I ნაწილის „გ“ პუნქტით, წინასაარჩევნო კამპანიისას აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. კანონის დარღვევა კი ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევებზე ვრცელდება, როდესაც კამპანიაში ჩართვის უფლების მქონე პირს დაცვის სპეციალური სამსახური ემსახება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს დაცვის სამსახური არ დაჰყვება. თუმცა აღნიშნულ სამსახურეობრივ ავტომობილთან დაკავშირებით უბედობა თან სდევს. დავით მაღლაკელიძემ თანამდებობაზე დანიშნვისთანავე მანქანას 041 ნომერი შეურჩია და თავისი პირველი „საქმით“ მედიის ყურადღება დაიმსახურა. მაღლაკელიძე აღნიშნულ საკითხზეც აცხადებდა, რომ ამაზე პასუხისმგებელი თავად არაა და ნომრები მან კი არა“სამსახურმა“ შეარჩია. 

ფაქტის გარკვევა, ანუ ვისი მხრიდან დაირღვა საარჩევნო კოდექსის კოდექსის 48-ე მუხლი, ცესკოს ევალება. იმედს ვიტოვებთ, კანონის დარღვევაზე პასუხისმგებელი არასამუშაო საათებში (დარღვევა დაახლოებით 20:00 საათზე გადავიღეთ) დაბალი შემოსავლის მქონე მძღოლი არ აღმოჩნდება. 

ახალი ამბები