კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საცურაო აუზის ყოფილი მფლობელი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

10 აგვისტო, 2016
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოზე ორჯერ ჩავარდნილი საკითხი უკან გაიხმო.მერის ინიციატივა გორის საცურაო აუზის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ეხებოდა. 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, საკრებულოს წევრების ნაწილმა სხდომა დატოვა და კვორუმი არ შედგა. საკრებულოს მეორე სხდომა ასევე 5 აგვისტოს 17:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა კვორუმი არც მეორედ შედგა და საკრებულოს კიდევ ერთი სხდომა 8 აგვისტოს ჩაინიშნა. თუმცა, ამჯერად, გორის მერმა,ზურაბ ჯირკველიშვილმა მის მიერ ინიცირებული საკითხი უკან გაიხმო. ამის მიზეზად კი საკრებულოს წევრებს განუმარტეს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემი ობიექტის დადგენილებაში ქალაქის მერს ფართი დაზუსტებელი არ ჰქონდა.

საკრებულოს წევრი თავისუფალი დემოკრატებიდან თამარ თედლიაშვილი ქალაქის მერის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

,,ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა ქონება, რომელიც გორის მერს დაზუსტებული არ ჰქონდა. ეს იყო უპასუხისმგებლო განმარტება გორის მერისგან“,- განაცხადა თედლიაშვილმა.

გორის საცურაო აუზი სახელმწიფოსა და კერძო პირს, გია გიგუაშვილს შორის სადავო ქონებას წარმოადგენს. გიგუაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გორის საცურაო აუზი მას იძულებით დაათმობინეს. რამდენიმე თვის წინ გიგუაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. 

გორის მერიას კი საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტი მზად აქვს და თანხებიც მოძიებული ჰქონდა, მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით 2017 წელს საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროკურატურის განცხადებამ რეაბილიტაციის პროცესი შეაჩერა.

„თავისუფალი დემოკრატები“ სამართალდამცავი უწყებებიდან საკითხის შესწავლას ითხოვენ. მათი განცხადებით, საინტერესოა, რამდენად სამართლიანად შეისყიდა აღნიშნული ქონება 2006 წელს გია გიგუაშვილმა, რომელიც მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო.

გორის საცურაო აუზი აუქციონზე 50 ათას ლარად გავიდა, თუმცა აღნიშნული ქონება 32 100 დოლარის ეკვივალენტი ლარში გაიყიდა. 2009 წელს ქონება აღნიშნული ქონება აუდიტის მიერ 906 000 ლარად შეფასდა, რაც კითხვებს აჩენს“,- აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, თამარ თედლიაშვილმა.

გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან ახლო ურთიერთობას უარყოფს და აცხადებს, რომ ქონება კეთილსინდისიერად შეიძინა. მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნული საცურაო აუზი იძულებით დაათმობინა და სახელმწიფოსთვის აჩუქებინა.  გიგუაშვილი საკრებულოს სხდომაზე საკითხის ჩავარდნას მიზანმიმართულს უწოდებს და აცხადებს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს მათ შორის, ვინც ქონება წაართვა და - ხელს უშლის წართმეული ქონების უკან დაბრუნებაში. 

„რამე დანაშაული რომ ჩამედინა, არც წინა ხელისუფლება და არც - დღევანდელი ციხიდან თავს არ გამომაყოფინებდა. მერვე წელია, რაც პროკურატურა ამ საქმეს იძიებს. დაზარალებულადაც მცნეს“,- განაცხადა გია გიგუაშვილმა.

გორის საცურაო აუზი ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღარ ფუნქციონირებს. ობიექტის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ დავის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში შენობას გაარემონტებს და უმოკლეს ვადაში დაიწყებს აუზი ფუნქციონირებას.

ახალი ამბები