კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

12 აგვისტო, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ოფისების დარბევა, საჯარო სამსახურების თანამშრომელთა დაშინება, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საბიუჯეტო ცვლილებები წინასაარჩევნო კანონით აკრძალულ ვადაში და ა.შ. - ეს ის საკითხებია, რომელზეც საიას ქუთაისის ორგანიზაციაში, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. 

„თუ გადავხედავთ ვითარებას და სწორად შევაფასებთ სახელისუფლებო პარტიის წევრების ქმედებებს, მივხვდებით, რომ წინ საკმაოდ რთული არჩევნებია და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ჩვენ იდეალური არჩევნებიდან საკმაოდ შორს ვართ“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ქუთაისის საარჩევნო ოლქში,ნატო ქათამაძემ.

ქათამაძის განცხადებით, ქუთაისის ყველა უბანში კოორდინატორების უმრავლესობა ან არის საჯარო მოხელე, ან ააიპი-ში დასაქმებულია: „ან კიდევ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. მერიის თანამშრომლები უკვე არიან არაოფიციალური ზონის ხელმძღვანელები, რომლებიც სექტემბერში დაწერენ განცხადებებს და უკვე მმართველი პოლიტიკური პარტიის ოფიციალური ზონის ხელმძღვანელები გახდებიან. ესაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც წესით, კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა." 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აგრეთვე საუბრობენ აგიტაციაზე, რომელიც სოციალურ ქსელში ხორციელდება: „კანონმდებლობის თანახმად, აგიტაცია-პროპაგანდა საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ.  

სახელმწიფო მათ ხელფასს უხდის კონკრეტული საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა,  და არა იმისთვის, რომ გაწიოს  აგიტაცია-პროპაგანდა და აპიაროს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში - მმართველი გუნდის რომელიმე კანდიდატი. სწორედ ეს არის არათანაბარი საარჩევნო გარემო და საკითხისადმი არასწორი მიდგომა."

მასიურ დაშინებებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი უკლება. მისი განმარტებით, ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ხორციელდება ზეწოლა და დაშინების ქმედებები მერიის სტრუქტურების, თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მისამართით. მათ არ ეძლევათ საშუალება, გამოხატონ ღია მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის" ან სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რადგან ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით. 

„დაგვირბიეს პარტიის ქუთაისის ოფისი. დააზიანეს შენობა, რომელიც ქალაქმუზეუმის ტერიორიაზეა და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. დამნაშავეები მხოლოდ 50 ლარიან ჯარიმას დააჯერეს. გარდა ამისა, პრობლემებია ადმინისტრაციულ შენობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, მერიასთან ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რომ თეატრში ჩაგვეტარებინა გარკვეული ღონისძიებები. თეატრის ადმინისტრაცია დავითანხმეთ, თუმცა, ბოლო მომენტში მერიიდან მივიღეთ უარი  და შეხვედრები ჩავატარეთ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ. ჩვენ ეს და სხვა არაერთი კონკრეტული ფაქტი უკვე მივაწოდეთ საიას წარმომადგენლებს და მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა გიორგი უკლებამ.

საბავშვო ბაღებიდან დათხოვილი თანამშრომლები, გაწელილი სასამართლო პროცესები, რომლებიც აღნიშნულ პირთა საქმეებს განიხილავს, დარბეული პარტიული ოფისები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომელზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კონკრეტული ფაქტებით ისაუბრეს.  

ის, რომ მსგავსი ფაქტები, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე იმერეთის რეგიონის მაგალითზე მრავლადაა, ამას საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც ადასტურებს.

„დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ფაქტები, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ შესაბამისად მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციებს, ასევე, ცენტრალიურ საარჩევნო ადმინისტრაციასა და აუდიტის სამსახურს და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებებს. ასევე დაფიქსირდა ის, რომ ოთხთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული ხარვეზები უკვე გამოიკვეთა. ეს ეხება საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელებას, უშუალოდ 60 დღიან აკრძალვას, რა პერიოდშიც აკრძალულია როგორც საბიუჯეტო ცვლილებები, ასევე ახალი პროგრამების ინიცირება. ჩვენ კი გვაქვს სურათი, როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხორციელდება აღნიშნული ცვლილებები. ეს ცვლილებები კი ძირითადად ეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს. ამდენად, ჩვენ, წინა წლების მსგავსად, კვლავ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ვერ ახერხებს მანკიერებების აღმოფხვრას და როგორც ამომრეჩევლის, ისე საარჩევნო პარტიების თუ სუბიექტების უფლებების დაცვას",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები