კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა დაიწყო

23 აგვისტო, 2016
 
პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტურ ფუნქციონირებას. კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მოწმის დაკითხვის ახალი  წესის  დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეისწავლის: როგორ მოქმედებს ახალი წესი პრაქტიკაში; რამდენად დაცულია მოწმეთა უფლებები მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას; რამდენ საქმეზე მიმართა პროკურატურამ მაგისტრატ მოსამართლეს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, მათ შორის - რამდენი საქმე იყო არასრულწლოვნისა და რა საფუძვლით მოხდა სასამართლოსადმი მიმართვა; რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება; რამდენად დაცულია შეჯიბრებითობის პრინციპი მოწმეთა დაკითხვისას, რამდენად უზრუნველყოფს მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი მოწმეთა უსაფრთხოებას; გაცნობიერებული აქვთ მოწმეებს თავიანთი უფლებები და ა.შ.  

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომ ადამიანის უფლებათა ცენტრი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა ადვოკატირებასაც განახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პრეზიდენტთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 

20 თებერვალს ძალაში შევიდა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან სავალდებულო დაკითხვას გულისხმობს. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეფასებით, მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და უშუალობის პრინციპს და უგულვებელყოფს ნებაყოფლობითი გამოკითხვის როლს სისხლის სამართლის პროცესში. მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით მნიშვნელოვნად ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი"2  არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, სახელმწიფომ მოწმეთა დაკითხვის წესი ხარვეზებით მაინც დაამტკიცა. 

(2). იხ: კოალიციის გაცხადება: http://www.coalition.org.ge/ge/article255 .

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები