კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმს შეწირული მოსავალი

26 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით, შალვა ჩილინდრიშვილის მიწის ნაკვეთი მდებარეობს.როდესაც ჩილინდრიშვილი 12 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავლის ასაღებად მივიდა, აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად მოსავალს ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსული კომბაინი აიღებს.

,,გუშინ, საღამოს რვის ნახევარი იქნებოდა, როდესაც შემოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან კომბაინით და ჰექტარ-ნახევარზე დათესილი ქერის მოსავალი აიღეს. 12 ჰექტარზე მქონდა დათესილი და აქედან მხოლოდ ნახევარის აღების უფლება მომცეს  რუსმა სამხედროებმა, 6 ჰექტარზე კი აღარ შეგვიშვეს. როდესაც დავამუშავეთ ეს ნაკვეთები მაშინ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია და ახლა მოსავლის აღების საშუალებას აღარ გვაძლევენ“, -განაცხადა შალვა ჩილინდრიშვილმა.

შალვა ჩილინდრიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილობრივი აღმოჩნდა ანალოგიური პრობლემის წინაშე.  სობისელების მიერ  აპრილში დამუშავებულ მიწის ნაკვეთებზე  ორი კვირის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ახალი გამყოფი ხაზი ე.წ. „საზღვარი“ ხის ბოძებით მონიშნეს  და მიწის მესაკუთრეებს ნაკვეთში შესვლა აუკრძალეს. დამატებით მიტაცებულ მიწაზე მიღებული მოსავლის აღება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დაიწყეს.

ზემო სობისში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ონიაშვილმა არსებული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა. 

დღის მეორე ნახევარში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა, რომელიც შექმნილ მდგომარეობას ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.

,,ძალიან რთული ვითარება გვაქვს იმ მხრივ, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლევა საკუთარ მიწაზე მოყვანილი მოსავლის აღების საშუალება, რაც აქ მაცხოვრებლების სოციალურ გარემოზე უარყოფითად აისახება. ეს არ არის ერთეული შემთხვევა და პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, ავამოქმედოთ მექნიზმები, როგორიც არის ჟენევის და ინციდენტების პრევენციის ფორმატი“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

31 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  დაგეგმილ შეხვედრაზე  ერთ-ერთი მთავარ განსახილველ საკითხად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ სობისში, მომხდარ ინცინდენტს დააყენებენ.

ახალი ამბები