კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საუბნო კომისიები პარტიული აქტივით დაკომპლექტდა?

29 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

„კასპის საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრებად დანიშნულთა უმრავლესობას საჯარო მოხელეების ნათესავები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები წარმოადგენენ“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რობერტ კავთიაშვილმა გააკეთა განცხადება.

რობერტ კავთიაშვილის თქმით, კომისიის წევრების პარტიული კუთხით შერჩევა საფრთხეს უქმნის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან დამოუკიდებლები და პარტიული დაკვეთის შესრულების ალბათობა დიდია. 

„შორენა შაშაბერიძე მმართველი პარტიის კასპის საკრებულოს წევრის, გოგი კენჭუაშვილის ძმის ცოლია, მისი მეუღლე და ძმაც კომისიის წევრებად არიან არჩეულები. ნონა იაძე ოლეგ იაძის დაა. შორენასა და ნონას გარდა კომისიაში მრავლად არიან აიპებში დასაქმებული ადამიანები, ასევე - ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები“,- განაცხადა კავთიაშვილმა.

კასპის ნომერ 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცახდებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრები არც ნეპოტიზმის და არც პარტიული კუთხით არ შეურჩევიათ. კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია, რომლის შემადგენლობაში კვალიფიციური საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტები შედიან აღნიშნულ შემადგენლობას მათაც დაუჭირეს მხარი. 

,,კონკურსანტი განაცხადში წერს მხოლოდამხოლოდ თავის გამოცდილებას არჩევნების კუთხით, ჩვენ გავითვალისწინეთ მხოლოდ ერთი გარემოება, ჰქონდა თუ არა გასული არჩევნების ჩატარების დროს კონკურსანტებს გაფრთხილება მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან. გამოცდილების კუთხით შევარჩიეთ დამოუკიდებელი წევრები, ასევე გავაკეთეთ აქცენტი ახალ კადრებზე, ვისაც აქამდე შეხება არ ჰქონიათ არჩევნების ჩატარებასთან, თუმცა ყველა მათგანს გავლილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრატორის ტრენინგები, რასაც შესაბამისი სერთიფიკატი მოწმობდა და ასეთი 23 კონკურსანტი იყო,“ -განაცხადა კასპის ნომერ 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიაშვილმა.

ახალი ამბები