კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

30 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად  2 200-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. მათგან ერთ-ერთი გულნაზი დევიძის ძმაა, რომელიც 1992 წლის 2 აგვისტოდან ოჯახს აღარ დაკავშირებია. სათადარიგო ოფიცერი აფხაზეთის ომში იღებდა მონაწილეობას, მისი კვალი კი გაგრაში იკარგება.

 „ჩემი ძმა 24 წელია, უკვე უგზო-უკვლოდ დაკარგულია,  დღეს ვიკრიბებით დაკარგულის ოჯახის წევრები და ჩვენს განცდებსა და მოგონებებს ვუზიარებთ ერთმანეთს”,- აღნიშნა დევიძემ.

30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საერთაშორისო დღეს, მსოფლიო 1983 წლიდან, საქართველო კი 2011 წლიდან აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქ. გორის დასვენების და კულტურის პარკში შეიკრიბნენ დაკარგულის ოჯახის წევრები.  ,,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენელის, დიანა ჯაფარიძის განმარტებით, შიდა ქართლის რეგიონიდან 1990 წლის შეიარაღებული კონფლიქტის და 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 100-ს აღწევს.

,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ, ასევე უნდა გვახსოვდეს მათი ოჯახის წევრები და  გვერდზე უნდა დაუდგეთ მათ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მსგავს ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ჩვენი დახმარებით შეიქმნა საოჯახო კომიტეტები, რომლებიც იმ პრობლემებს რაც გაუჩინარებული ოჯახის წევრებს აქვთ საზოგადოებამდე მიიტანენ”,- განაცხადა დიანა ჯაფარიძემ.

,,საქართველო უკვე მეხუთედ აღნიშნავს ამ დღეს. შიდა ქართლიდან ორივე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. ამ დღის აღნიშვნის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი მხრივ, თანადგომას გამოვხატავთ დაკარგულების ოჯახის წევრების მიმართ და მეორე მხრივ საზოგადოებას ვახსენებთ, რომ არაინ უგზო-უკვლო დაკარგულები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ამ დიდ ტკივილს ატარებენ და თანაგრძნობას იმსახურებენ”,- აღნიშნა „ნაბიჯი მომავლისკენ“ წარმომადგენელმა, ქეთევან ბიძინაშვილმა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულების საერთაშორისო დღე ფონდ ,,მოლოდინის", უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის კომიტეტების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. გორის გარდა ეს დღე თბილისში,  წყალტუბოში, ბათუმსა და ზუგდიდშიც აღნიშნეს.

ახალი ამბები