კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო პრობლემები პაატა ბურჭულაძის პარტიაში

31 აგვისტო, 2016
 
გიორგი ჯანელიძე 

წინასაარჩევნო მარათონში პაატა ბურჭულაძის პარტიას აქტიური წევრები გამოაკლდა. ჯერ კიდევ თბილისის სპორტის სასახლეში გამართული პირველი ყრილობის შემდეგ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ დატოვა ნინო კუზანოვამ, რომელსაც რამდენიმე პარტიულმა კოლეგამ მალევე მიბაძა. 
 
წარსულში მსოფლიო ბანად ცნობილი საოპერო მომღერლის პოლიტიკური ორგანიზაციიდან გამსვლელთა რიცხვმა მას შემდეგ იმატა, რაც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ საარჩევნო პლატფორმაში ისეთ პოლიტიკურ სუბიექტებთან გაერთიანდა, როგორებიცაა: „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“. ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ბურჭულაძის პარტია ათობით ადამიანმა დატოვა. პოლიტიკური ორგანიზაციიდან მისი წევრების გადინების ტენდენციამ კულმინაციას 19 აგვისტოს მიაღწია, როდესაც ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში განათავსა ინფორმაცია მის მიერ პარტიის დატოვების განზრახვის შესახებ. 

მერაბ მეტრეველმა ფეისბუქ-საზოგადოებას იქვე აცნობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ პარტიის ლიდერთან საუბრის შემდეგ მიიღებდა. საწყის ეტაპზე მას მიზეზი არ დაუსახელებია და რამდენიმე დღით ტაიმ-აუტი აიღო. „მერაბთან მქონდა გულწრფელი საუბარი. მე მას ვთხოვე, რომ დაფიქრებულიყო. ძალიან გული დამწყდება, თუ წავა. ორშაბათს გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ორშაბათს, 22 აგვისტოს, ბრიფინგზე პარტიის ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს მერაბ მეტრეველის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა. მან აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია. „მე მინდა, მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის“, - დასძინა პარტიის ლიდერმა. ამავე ბრიფინგზე, მეტრეველმაც, თავის მხრივ, წარმატება უსურვა ყოფილ პარტიელებს და ორგანიზაციის დატოვების მიზეზებზე ზოგადად ისაუბრა. 

Humanrights.ge-სთან საუბრისას მერაბ მეტრეველი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „პაატა ბურჭლაძის პარტიაში შევედი იმიტომ, რომ ის ჩემთვის რეალურად ახალი ძალა იყო პოლიტიკურ სპექტრში. ის არ იყო დაკომპლექტებული არც ყოფილი „ქოცებით“ და არც ყოფილი „ნაცებით“,  არ იყო არსაიდან გამოყოფილი ან წამოსული. ამიტომაც დავთანხმდი ამ ახალ ძალას და გადავწყვიტე, მოვსულიყავი პოლიტიკაში. ამ გაერთიანებით ეს სიახლის ელემენტი დაიკარგა ჩემთვის და ამ ადამიანების გვერდით დგომა ჩემთვის არ იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი.მე რომ ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა მდომოდა, მათ პარტიაში შევიდოდი“. 

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიაში შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ ადამიანის უფლებათა ცენტრმა სცადა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ხათუნა ლაგაზიძესთან დაკავშირება, მაგრამ სატელეფონო ზარებსა და მოკლე შეტყობინებებს მან არ უპასუხა. 

ახალი ამბები