კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო სარჩელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას

7 სექტემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საიას ქუთაისის ორგანიზაციამ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა. საქმე ეხება საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელის მხრიდან სამუშაო საათების ხარჯზე გაწეულ წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას.

 „2016 წლის 16, 18 და 19 აგვისტოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, სამუშაო დროის განმავლობაში, ეწეოდა წინასაარჩევნო აგიტაციას. კერძოდ, განათავსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი ინფორმაცია“, - ვკითხულობთ საიას ქუთაისის ოგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას, კერძოდ კი, დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, პრეტენზიებს გამოთქვამდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლები ღიად, ყოველგვარი წესისა და კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, სამუშაო საათების პერიოდში,  ახორციელებენ წინასაარჩევნო აგიტაციას როგორც სოციალურ ქსელში, ისე ზოგადად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია მოვისმინეთ. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ამ ეტეპზე მხოლოდ ეს შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ.  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი საუშაო საათების პერიოდში, სოციალური ქსელის მეშვეობით, სავარაუდოდ, ეწეოდა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერ წინასაარჩევნო აგიტაციას, რაც კანონმდებლობით გათვალისწინეული ნორმების თანახმად, დასჯადია. ამდენად,  ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას და ველოდებით რეაგირებას აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან“, - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი.

humanrights.ge ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ოსეფაიშვილს დაუკავშირდა. 
„საქმეზე მოკვლევა დაწყებულია. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ აღნიშნულს, რა თქმა უნდა, უშუალოდ იმ პირის მოსაზრებების გათვალისწინებით, ვისაც ეს ბრალდება ეხება. ვგულისხმობ ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს ლევან გოგელაშვილს. ჩვენ მოვისმენთ მის არგუმენტებსაც, რომელიც 5 დღის ვადაში უნდა მოგვაწოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ზეპირი მოსმენით განიხილავს აღნიშნულ საქმეს და შესაბამისად, გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის განხილვისთვის, კანონით გათვალისწინებულ ნორმის მიხედვით, მათ ერთთვიანი ვადა აქვთ, თუმცა, არაა გამორიცხული, საქმეზე გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, უახლოეს დღეებში იქნეს მიღებული.

ახალი ამბები