კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ წინააღმდეგ

27 სექტემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
                                                          
23 სექტემბერს, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ 29 წლის ვახტანგ მურადაშვილი გარდაიცვალა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ოჯახის წევრების განცხადებით, მორიგე ექიმებმა არასათანადო ყურადღება გამოიჩინეს და პაციენტი უყურადღებოდ დატოვეს.

„ღამე ცუდად რომ გახდა, დაცვის თანამშრომელი მივიდა მასთან, მაგრამ პასუხისმგებელი მორიგე ვერ იპოვეს და ოპერაციის გაკეთება დააგვიანეს“,- განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ, ლეილა მუნჯიშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მურადაშვილს კიბეზე ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა კიბის საფეხურს, თუმცა სამედიცინო ცენტრში მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩაუტარეს თავის გამოკვლევის ნაცვლად. მურადაშვილის ოჯახი პასუხისმგებელი ექიმების დასჯას ითხოვს.

სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში"  განმარტავენ, რომ პაციენტს ყველა საჭირო  სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ექიმებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. თუმცა, ,,გორმედში" ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია მურადაშვილის გარდაცვალება და სამედიცინო ექპერტიზის პასუხს ელოდებიან.

„პაციენტს სამედიცინო ცენტრში შემოსვლისთანავე ჩაუტარდა გამოკვლევები, შემდეგ მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. პაციენტის მდგომარეობა როდესაც დამძიმდა, ჩავუტარეთ სასწრაფო ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა“,- განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მერაბ მაისურაძემ.

ახალი ამბები