კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი დემოკრატების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის პოლიტიკური ფერისცვალება

3 ოქტომბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გუნდი რუსთავის №30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თეიმურაზ მენაფირემ მაშინ დატოვა, როდესაც პარტიას უკვე სხვა კანდიდატის წარსადგენად დრო აღარ რჩებოდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, თავისუფალი დემოკრატების სახელით მოვხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ და შევუერთდე ქალაქ რუსთავის ქართული ოცნების ორგანიზაციას", - განაცხადა მენაფირემ. 

მენაფირემ აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს და მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერი ამ კურსით ,,ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს. თუმცა, ამ განცხადების გაკეთებამდე, მენაფირემ ადგილობრივი ტელევიზიის შეკითხვაზე, რატომ უნდა დაეჭირა მხარი ამომრჩეველს „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი გუნდია.

„ეს პარტია ყოველთვის საზოგადოების წიაღიდან მოდიოდა და ახლოს იყო საზოგადოებასთან. ეს არის გუნდი, რომელმაც ერთხმად თქვა უარი მინისტრების პოსტებზე და ერთად დადგა, რათა თავად შეასრულოს ის დაპირებები-ვალდებულებები, რაც კოალიციასთან ერთად 2012 წელს აიღო. ეს არის გუნდი, რომელიც მოტივირებუალია უკეთესი ეკონიმიკის შექმნისთვის“, - აცხადებადა თეიმურაზ მენაფირე.
მენაფირე კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებდა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართაც. აცხადებდა, რომ რუსთავის თვითმმართველობის მუშაობის შედეგად არათანაბარი საარჩევნო გარემო იყო შექმნილი ქალაქში. რის მაგალითადაც რუსთავში, წინასაარჩევნო პერიოდში,  კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოჰყავდა.

„დღის პირველ ნახევარში რომ გახვიდეთ კოსტავას ქუჩაზე, იქ არავინ მუშაობს. საქმე ისაა, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერი გადამხდელი აღმოჩნდა და შესაბამისად, მუშებიც თითქმის აღარ მუშაობენ. ეს დროში გაწელილი სამუშაოები კი, ცხადია,  ხმების მიღებაში ვერ დაეხმარებათ“, – ამბობდა თეიმურაზ მენაფირე. (წყარო: factcheck.ge)

თეიმურაზ მენაფირე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. პარტიის ლიდერი კი, მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სუსის მუშაობას უკავშირებას. ალასანიას განცხადებით, არსებობდა ინფორმაცია, კანდიდატის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო კავშირზე, თუმცა მენაფირეს შანსი მაინც მისცეს.

რუსთავი ორ საარჩევნო ოლქად - №29 და №30 - არის დაყოფილი. 8 ოქტომბრის არჩევნებზე ალასანიას გუნდს მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ №29-ე საარჩევნო ოლქში რჩება.

ახალი ამბები