კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება

7 ოქტომბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს საქართველოს ოთხ რეგიონში აკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში; 

არჩევნების დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ბრიფინგებს გამართავს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გახსნილ მედიაცენტრში, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიან საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს. მედიაცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრი სამ ბრიფინგს გამართავს: 13:00, 17:30 და 22:30 საათზე. 

არჩევნების დღეს და მეორე ტურების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მომზადდება ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიეწოდება საზოგადოებას, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია hridc.tv მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ პარტნიორობით

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები