კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება თაქალოს 44-ე საარჩევნო უბანში

8 ოქტომბერი, 2016
მარნეულის 35-ე ოლქის, სოფელ თაქალოს 44-ე უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრებსა და დამკვირვებელთა შორის. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები აზერბაიჯანულ ენაზე მეტყველებდნენ, რის გამოც ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რა იყო დაპირისპირების მიზეზი უბანზე. შემდეგ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა („თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა) მას განუცხადა, კომისიის წევრები ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, შემოეხაზათ 41 ნომერი.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა მოუწოდა „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელს დაეწერა საჩივარი აღნიშნული დარღვევის შესახებ, თუ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა, მაგრამ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ აზრი არ ჰქონდა საჩივრის დაწერას, რადგან „მას მაინც არავინ განიხილავს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, გარდა თაქალოს 44-ე უბანზე გამართული ამ სიტყვიერი დაპირისპირებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს, რომელთაც არ აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და არც ამის შესახებ რაიმე დოკუმენტაცია აქვთ, მოჰყვებათ პირი, რომელმაც უკვე მისცა ხმა და კაბინაში ხმის მიცემაში ეხმარებათ მათ. 

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცები მოჰყვებიან მეუღლეებს და შედიან მათთან ერთად კაბინაში. დამკვირვებლის თქმით, ერთი მამაკაცი ჯერ დას შეჰყვა კაბინაში, შემდეგ კი  ცდილობდა, დედას შეჰყოლოდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ცდილობდა, გაეფრთხილებინა კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ იგი ამ დროს არ იმყოფებოდა უბანზე. უბანზე დაბრუნების შემდეგ მან მამაკაცს უბანი დაატოვებინა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა.

ახალი ამბები