კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 42, 3% შეადგინა

11 ოქტომბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

8 ოქტომბერს, ქუთაისში, 161 709 ამომრჩევლიდან 68 500 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. 129 უბნიდან 2 საარჩევნო უბანი გაბათილდა. როგორც 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამომრჩეველთა აქტივობამ 42, 3% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 12% -ით ნაკლებია.

როგორც ირკვევა, ადგილობრივ ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რადგან, ისევე როგორც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისშიც, მაჟორიტარული სისტემის ნაწილში მეორე ტურის ჩატარებას პროგნოზირებენ.

„ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, რადგან სხვადასხვა პარტიისა თუ პოლიტიკური გაერთიანების 35 კანდიდატიდან ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა.  რაც შეეხება იმ 22 საჩივარს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიას მომართეს, ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება და იგი არჩევნების შედეგების საბოლოო გამოვლენაზე გავლენას ვერ მოახდენს. შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული საჩივრები კი, ჯერჯერობით არ გვაქვს. თუ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი ხასიათის საჩივრები ექნებათ, მათ წარსადგენად ამისთვის ორი დღის ვადა ეძლევათ,“ - აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. 
    
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის უკლებლივ ყველა საარჩევნო უბანზე ხმების უმრავლესობა 53,42%-ით  „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ამომრჩევლის ხმების 24, 61% დააგროვა  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ რომლის კანდიდატს ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში, გიგი წერეთელს „ქართულმა ოცნების“ მხარდამჭერები  დაუპირისპირდნენ. მათ წერეთელს პოლიტიკური წარსული, კერძოდ კი, „ნაციონალური რეჟიმი“   შეახსენეს. კონფლიქტი ჯერ სიტყვიერ, მოგვიანებით კი,  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შს სამინისტროს განცხადებით, საქმეზე  გამოძიება დაიწყო. დაიკითხნენ ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებსაც 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაუზიანდათ ტექნიკა. მოგვიანებით მათ განცხადება გაავრცელეს და საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდეს მუშაობაში ხელს ნუ შეუშლიან. 

ახალი ამბები