კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს აფასებს

11 ოქტომბერი, 2016
 
(2016 წლის 9 ოქტომბერი, ბერლინი, ბრიუსელი, ოსლო და თბილისი) 

12 სექტემბერს, საქართველოში, არჩევნების დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს, ევროპულ პლატფორმას დემოკრატიული არჩევნებისთვის, არჩევნების საერთაშორისო სასწავლო ცენტრსა და ორგანიზაცია  საერთაშორისო პარნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. არჩევნების დღეს მისიამ  36 საერთაშორისო დამკვირვებელი წარადგინა, რომელთაც, ქვეყნის მასშტაბით, მოინახულეს 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი. მისიის საბოლოო ანგარიში  არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 

2015 წლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რჩევით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რიცხვი არ შეიძლება, აღემატებოდეს ამომრჩეველთა საშუალო მაჩვენებლის 15%-ს. ეს ცვლილება მისიისთვის მისასალმებელია, თუმცა სამწუხაროა, რომ სხვა საკონონმდებლო ინიციატივები არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი საარჩევნო პარტიულ სიებში 30 %-იან გენდერულ კვოტებზე. ახალი მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, ქალთა წარმომადგენლობის უფრო დაბალი მაჩვენებელი იქნება. 

8 ოქტომბრის არჩევნებმა, კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის კუთხით, ცხადყო, რომ იკვეთება საქართველოს უფრო მეტი თანხვედრა საერთაშორისო სტანდარტებთან. გაერთიანებული მისია აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მცდელობას, დაარეგისტრიროს და გააზიაროს ინფორმაცია სხვა დამკვირვებლებთან. ზოგადად, საარჩევნო კომისიებმა არჩევნების დღეს იმუშავეს ეფექტურად და მისცეს შესაძლებლობა ამომრჩევლებს, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი თავისუფლად. თუმცა, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო დაპირისპირება პროცედურული გადაცდომების გამო.
 
მაშინ, როცა ხმის მიცემა უმეტეს შემთხვევაში იყო კანონის ფარგლებში, სიტუაცია გაუარესდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, როცა გაურკვეველმა ჯგუფებმა საარჩევნო უბნების წინ დაიწყეს მოგროვება. მისიამ მსგავსი ტიპის  3 შემთხვევა დააფიქსირა არჩევნების დღეს. 

ზუგდიდში, 8 საათამდე ცოტა ხნით ადრე, 53-ე საარჩევნო უბანი გარშემორტყმული იყო აგრესიული ადამიანებით, რომელთაც ჩხუბი დაიწყეს. შედეგად, საარჩევნო უბანი დაიხურა რამდენიმე საათით გვიან. იმავე რეგიონში, სოფელ ჯიხაშკარის  79-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა იყო შეჩერებული, რადგან არაიდენტიფიცირებულ მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს დამკვირვებლებს და მოიპარა მათი მობილური ტელეფონები. ერთმა დამკვირვებელმა მიიღო სხეულის დაზიანება. პოლიცია იმყოფებოდა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არ ჩაერია კონფლიქტში, არ დაიცვა ჩვენი დამკვირვებლები და მათი ქონება. დამკვირვებლები, რომლებიც მივიდნენ პოლიციაში საჩივრების დასაწერად, იყვნენ დაკითხვაზე 10 საათის განმავლობაში, ყოველგვარი გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე. 

მარნეულის რეგიონში სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანი დაიკეტა მას შემდეგ, რაც დაუდგენელი ვინაობის აგრესიული პირები თავს დაესხნენ კომისიის წევრებს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიციას. თავდაპირველად, ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს უბანზე, მაგრამ საბოლოოდ მათ მიეცათ უფლება, დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცესს. ბევრი დარღვევა მოხდა ხმების დათვლის დროს ამ საარჩევნო უბანზე. 
სადამკვირვებლო მისიას უნდა, რომ შეახსენოს საქართველოს მთავრობას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში გათვალისწინებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და საერთაშორისო მბოჭავი ხელშეკრულებებით, მაგალითად როგორიცაა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ევალება, უზრუნველყოს აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ინცინდენტი სოფელ ჯიხაშკარში, რათა გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები და დაიბრუნოს ჩვენი დამკვირვებლების კუთვნილი მოპარული ქონება (რომელიც შეიცავდა ინცინდენტის ამსახველ ვიდეო მასალასა და არჩევნების დაკვირვების შედეგად დაფიქსირებულ სხვა ვიდეოებს).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, ყველა საარჩევნო უბნის კომისიები იყვნენ  დატრეინიგებულები და დამკვირვებლებმა ზოგაგდ დადებითად შეაფასეს მათი საქმიანობა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბნების გაღება დაგვიანდა საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების არასათანადო ცოდნის გამო. მარკირების პროცედურა, რომელმაც უნდა აღკვეთოს ხმის მიცემის კარუსელი, არ იყო სისტემატიური. განსაკუთრებით უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. ბევრ შემთხვევაში, გაურკვეველი პირები ან პირთა ჯგუფები, უმეტესად იდენტიფიცერებულები როგორც კანდიდატებისა ან პარტიების წარმომადგენლები, შემჩნეულები იყვნენ საარჩევნო უბნების სიახლოვეს და ზოგჯერ, უბნების შიგნით. ზოგიერთმა მათგანმა დაიკავა მოწინავე პოზიცია კომისიის საქმიანობაში. 

ბევრ შემთხვევაში, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები ხმების დათვლის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენები ჩუმად იყო დახარისხებული, კონვერტები არ იყო ცალკე დათვლილი, იმ ამომრჩევლების ხელმოწერები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა არცევნებში, არ იყო დათვლილი წინასწარ, პარტიებისა და კანიდატების წარმომადგენლები ერეოდნენ პროცესში. ბევრ შემთხვევაში, აშკარად ბათილი ბიულეტენები იყო მითვლილი მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

ზოგიერთი საარჩევნო უბანი არ იყო სტანდარტების შესაბამისი: ყველა სამონიტორო რეგიონის ანგარიშში ნათქვამია, რომ უბნები იყო პატარა და ცუდად აღჭურვილი. ზოგიერთი იყო ხალხმრავალი, რაც იწვევა ქაოსს უბნების შიგნით და გარეთ. უმეტესობა უბანი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამინებისთვის. თუმცა, ამ უზუსტობების უმეტესობა სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენდა შედეგებზე.

მისიის რჩევაა, არჩევნების ხელახლა ჩატარება ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანსა და მარნეულის 48-ე უბანზე, საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილიდან გამომდინარე, რადგან იქ მომხდარი მოვლენები ეჭვქვეშ აყენებენ ბიულეტენების ნამდვილობას. 

კანონის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა ტარდება მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მაგრამ შედეგების გაბათილებამ ზოგიერთ უბაზნე შეიძლება, გავლენა მოახდინოს პროპორციული არჩევნების შედეგებზეც, რადგან ზოგიერთი პარტია იყო ახლოს 5 პროცენტიან ბარიერთან. რამენიმე ხმა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და პროპორციული არჩევნებისთვისაც შესაძლებელი იყოს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება როცა საარჩევნო უბნის შედეგები მთლიანად ბათილდება. არსებული მდგომარეობა აძლიერებს  პიროვნებებს და ჯგუფებს, რომელთაც სურთ დესტრუქციული ქმედებებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. 

ახალი ამბები