კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ გორში მეორე ტური უკონკურენტო იქნება

11 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნიდან 20 უბნის შედეგები დათვლილია. შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ 33,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ალექსი გოგლიძემ - 16,3%, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ -  19,41%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა 17,28% მიიღო. მეორე ტურში მმართველი პარტიიდან იოსებ მაკრახიძე და და ირაკლი ალასანია გავიდნენ, მეორე ტურში გასვლის მიუხედავად ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადწყვეტილება მიიღო, ამის მიზეზად კი ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ ბარიერის ვერ გადალახვა დაასახელა. 

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება, დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტმა,  ალექსი მერებაშვილმა გააკეთა.

„ასეთ შემთხვევაში მესამე ადგილზე გასული კანდიდატი ვერ ჩაანაცვლებს მეორეს, ჩვეულებრივად ჩატარდება კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც  მეორე ტურში გადავიდნენ. ამ შემთხვევაში - ალასანია – მაკრახიძეს შორის. ირაკლი ალასანიას მონაცემები ბიულეტენში შეყვანილი იქნება, უბრალოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ის ბიულეტენები, სადაც ალასანია იქნება შემოხაზული, ბათილად ჩაითვლება და დაითვლება მაკრახიძის ხმები", - განაცხადა მერებაშვილმა. 

ალასანიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.  
“არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერია და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი აქვთ. თუ რომელიმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები კანონმდებლის თანახმად ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული”, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.  

ახალი ამბები