კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს უარი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბიზნეს ინიციატივას

17 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა   გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივას, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებისთვის თანხმობის მიცემას ეხებოდა. გამგეობა საკრებულოს წინაშე შუამდგომლობით შევიდა, რათა რძის გადამამუშავებელი საწარმოს გასაკეთებლად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის უფლება მიეცათ. 

საკრებულოს წევრ თემურ ხოსრუაშვილის განცხადებით სახელმწიფო უწყება ბიზნეს არ უნდა აკეთებდეს, რადგან ეს გარკვეულ კითხვებს იწვევს.

,,სხვადასხვა სფეროა მუნიციპალიტეტი და რძის ჩამბარებელი საწარმო, ეს უფრო ბიზნესის საქმეა. მით უფრო, რომ გვაქვს გამოცდილება, როდესაც დონორი ორგანიზაციების დახმარებით საოკუპაციო ზოლის სოფლებში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო, მაგრამ  ვერ იმუშავა და დაიხურა.  რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობა ისე არა განვითარებული.  ამ შპს-ს შექმნა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ თავისი მომხრეები დაასაქმონ", -  განაცხადა ხოსრუაშვილმა. 

საკრებულოს თავმჯდომარის კოტე თავზარაშვილის განცხადებით, საკითხი ბოლომდე არ იყო დამუშავებული, რაზეც კითხვები გაუჩნდათ საკრებულოს წევრებს და მორიგ საკრებულოს სხდომაზე კვლავ დადგება გამგეობის ინიციატივა დღის წესრიგში. თავად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი დღევანდელ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა და ჟურნალისტებთან არც კომენტარი გაუკეთებია.

ახალი ამბები