კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის რეგიონში სამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

18 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. შიდა ქართლში, ქარელის მაჟორიტარული ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართება: გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორში, კასპისა და ხაშურის მაჟორიტარულ ოლქებში. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს აქ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი თოთლაძემ 52,29%-ით (12 331 ხმა) ბარიერი გადალახა და არჩევნებში გაიმარჯვა. 

ქ. გორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ - 33,69% (8 268 ხმა) მიიღო, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ 19,28%, (4756 ხმა), თუმცა ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის გადწყვეტილების შემდეგ ქ. გორის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი პრაქტიკულად უკონკურენტოდ დარჩა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ირაკლი ალასანიას მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება ასახული. 

მეორე ტური იქნება გორის რაიონში, 42-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა - 41,77%, (10 555 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა კი - 24,88% (6 286 ხმა) მიიღო. 

„იმის მიუხედავად, რომ არჩევნების პირველ ტურში იყო დარღვევების და გაყალბების ფაქტები, ჩვენ მაინც ვაპირებთ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. მე მჯერა რომ 30 ოქტომბერს მოვა არჩევნებზე მოსახლეობა და უარს ეტყვის ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა გორის მუნიციპალიტეტში ბადრი ბასიშვილმა.

მეორე ტურში მხარდამჭერებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი თემურ ხუბულურიც.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, თითოეული ხმისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ წინ არჩევნების მეორე ტური გველოდება. ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მე მზად ვარ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ დავიწყო ბრძოლა ჩემი რაიონის უკეთესი მომავლისა და ცხოვრების შექმნისთვის“, - ამბობს თემურ ხუბულური.

მეორე ტურისთვის ემზადებიან კასპის მუნიციპალიტეტშიც. კასპის 39-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი მეზურნიშვილმა - 45,65%, (9 677 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნუგზარ ნონიაშვილი - 22,89% (4 853 ხმა) მიიღო. 

„ქართულ ოცნებას კასპში არჩევნებში ყველა სამთავრობო ინსტიტუტი ჰყავდათ ჩართული, მათ შორის - უშიშროების სამსახური. ადმინისტრაციული რესურსი რომ არ ეყოთ, კრიმინალებიც ჩართეს და მიუხედავად ამისა, ვერ გადალახეს ბარიერი. ეს არჩევნები ,,ქართული ოცნებისთვის“ კრახია და ისინი ამ არჩევნებში დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე მეტი ხმები აიღეს“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა კასპის მაჟორიტარულ ოლქში ნუგზარ ნონიაშვილმა.

რეგიონში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ წევრი მიშა გოგინაშვილი ეხმაურება. იგი ოპონენტების შენიშვნებს არ იზიარებს და ამბობს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში სამართლიანად ჩატარდა. 

„მეორე ტურისთვის ვემზადებით ისევე, როგორც პირველი ტურისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მეორე ტურსაც დამაჯერებლად მოიგებს. ვინც ადმინისტრაციულ რესურსზე ლაპარაკობს, უსინდისოდ ტყუის და მრავალი მაგალითის მოყვანა შემიძლია, სადაც ადმინისტრაციულ რესურსს სხვა პარტიები იყენებდნენ - „ნაციონალებიც“ და სხვებიც. ჩვენ დემოკრატიულ საქართველოს ვაშენებთ და არა პარტიულს, როგორიც სააკაშვილის ოცნება იყო. ამ ეტაპზე საზოგადოებამ „ოცნებას“ გამოუცხადა ნდობა. ბასიშვილს ოდნავი შანსიც არ აქვს გამარჯვების“, - ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი მიშა გოგინაშვილი

მეორე ტური დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტში, 43-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ 10%-ით გაუსწრო. სიმონ ნოზაძემ - 31,96%, (7 310 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა 20,11%, (4 600 ხმა) მიიღო.

ახალი ამბები