კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვს

20 ოქტომბერი, 2016
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნებში ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვს. საჩივარი, რომლითაც „ნაციონალებმა“ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და გაბათილებული ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა, არ დაკმაყოფილდა. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია. მსგავსი ვითარება არ ყოფილა არცერთი არჩევნების დროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში.

„ქუთაისის სამივე საარჩევნო ოლქში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 5000-ზე მეტია. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ დიდი და საეჭვო რაოდენობაა.მსგავსი შემთხვევა, უბრალოდ, არ მახსენდება. ამას დაადასტურებს ყველა ის პირი, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. ჩვენ მოვითხოვეთ, საოლქო კომისიას თავიდან გადაეთვალა ბიულეტენები, რომ დავრწმუნებულიყავით ჩვენი ინფორმაციის სიზუსტეში. თუმცა, ასე არ მოხდა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი საჩივარი არც კი განიხილა. ასევე, არ მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის განხილვა, რომელიც ასევე აღნიშნულ საკითხს ეხებოდა. ის, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ბიულეტენის გაბათილება მოხდა, ამაზე თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები“, - ახცადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გიორგი უკლება. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის ქუთაისის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით მიმართეს. „მას შემდეგ, რაც ქუთაისის 61-ე და 104-ე საარჩევნო უბნებზე დათვლილი ბიულეტენების რაოდენობაში დაირღვა ბალანსი და იყო მეტობა, ჩვენ მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუმცა, ჩვენი საჩივარი საოლქო კომისიამ განუხილველი დატოვა“, - ამბობს საიას იურისტი, სალომე სალდაძე.

Humanrights.ge-მ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა, სადაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ეჭვი შეჰქონდათ გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაში და ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, არ დაადასტურეს. 

„საოლქო კომისიამ განიხილა ყველა საჩივარი, რომელიც რეალურ არგუმენტებს ეფუძნებოდა. არასამთავრობოთა თუ პოლიტიკური პარტიების არცერთი საჩივარი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაეტია, განუხილველი არ დარჩენილა. დანარჩენზე იმსჯელოს სასამართლომ“, - აცხადებენ  საოლქოში.  

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილიც აცხადებდა, რომ მისი ბიულეტენებიც გაბათილდა და ხელახლა გადათვლას ითხოვდა. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის საკითხი აღარ დაუყენებიათ. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ კობა ნარჩემაშვილი რეალურად კი არ წუხდა ამის გამო, არამედ პიარს იკეთებდა“, - აცხადებს გიორგი უკლება. 

ახალი ამბები