კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი გელაშვილი: „ალბათ, მეორე ტური დამებედა...“

20 ოქტომბერი, 2016
 
                                                              ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი გელაშვილი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით უკმაყოფილოა. 8 ოქტომბერს, პირველ ტურში, მან 4 600 ხმა მიიღო.  ამ მაჩვენებლით გელაშვილი მეორე ტურის წინ მეორე ადგილს იკავებს და 2 710  ხმით უშიშროების ყოფილი გენერალი სიმონ ნოზაძე უსწრებს. ნოზაძე „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ხაშურის მუნიციპალიტეტში.

პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი ვალერი გელაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მეოთხე წრეზე ცდის ბედს, ამბობს, რომ  მეორე ტური  დაებედა.  

„მესამე არჩევნებია მეორე ტური მიწევს, ალბათ ჩემი ბედი ეს არის, რომ ყოველთვის  მეორე ტურში უნდა დავამთავრო ხოლმე და ამასაც დავამთავრებ მოგებით“,  - აცხადებს ვალერი გელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი საარჩევნო შტაბი ცუდად მუშაობდა და მეორე ტურის წინ რეორგანიზაცია დაიყო. გელაშვილი სიმონ ნოზაძის საარჩევნო კამპანიას სიცრუეზე დაყრდნობილს უწოდებს.

„სიმონ ნოზაძეს ბევრმა დაუჯერა. მე მგონი, ყველას გამგებლად და პოლიციისა და სუს-ის უფროსად ნიშნავს, ვისაც კი ხვდება. სიმონ ნოზაძეს  არაფერი გაუკეთებია ამ რაიონში, მაგრამ ეს ხალხის გადასაწყვეტია და ხალხი რასაც გადაწყვეტს, მე დავემორჩილები მათ არჩევანს“, - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

სიმონ ნოზაძის განცხადებით, ის არ აჰყვება კონკურენტის აგრესიულ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ მას აინტერესებს, როგორც პარლამენტის წევრმა, რა გააკეთა გელაშვილმა ხაშურის მოსახლეობისთვის.

,,არ ვაპირებ, ავყვე ვალერი გელაშვილს. ის ქველმოქმედებას უწოდებს იმ საქმეებს, რაც გააკეთა ხაშურში, მაგრამ მე მაინტერესებს, მან როგორც პარლამენტის წევრმა, რა გააკეთა მუნიციპალიტეტისთვის“, - ამბობს სიმონ ნოზაძე.

13 წლის წინ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გელაშვილისა და სიმონ ნოზაძეს შორის არჩევანის წინაშე დადგა ხაშურის ამომრჩეველი, მაშინ პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი გახდა. 13 წლის შემდეგ მეორე ტურში იგივე სურათს წარსულში დაბრუნებად მიიჩნევს ხაშურში მცხოვრები ზაზა მეხრიშვილი, რომელიც ამბობს, რომ დიდ იმედს არც ერთ კანდიდატზე არ ამყარებს.

„საპარლამენტო არჩევნებზე ვინც არ უნდა გაიმარჯვოს , ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება. ერთ მხარეზეა სამი მოწვევის დეპუტატი ვალერი გელაშვილი, რომელიც ხაშურს უყურებს როგორც საკუთარ ბიზნეს, სადაც 150 ადგილობრივი დაასაქმა, მაგრამ იმის იქეთ არაფერი არ გაუკეთებია. რაც შეეხება სიმონ ნოზაძეს ის იყო ,,კაგებეს" გენერალ-მაიორი შემდეგ უკვე უშიშროების. კარგი რეპუტაცია არც მას აქვს. ეს არის არჩევანი, რომელიც არა განვითარებაზე, არამედ უძრაობაზეა ორიენტირებული“, - ამბობს მეხრიშვილი.

სიმონ ნოზაძეც და ვალერი გელაშვილიც პირველი ტურის კონკურენტის ხმების ათვისებაზე მუშაობენ მათგან ყველაზე მეტი 3 977 ხმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა როინ მახარობლიძემ მიიღო. მეორე ტურის ორივე მაჟორიტარი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ამ ხმებს პირველი ტურის შედეგებს შემატებს.  

ახალი ამბები