კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ სამხედრო პირთა მდგომარეობა სტაბილურია

25 ოქტომბერი, 2016
 
                                                             ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 ოქტომბერს ბოდბეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო პირებიდან 29 მათგანი რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ჰოსპიტალის დირექტორის გიორგი მაისურაძის განცხადებით, ოცდაცხრავე სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„29 სამხედრო პირიდან, უმრავლესობას რამდენიმე დღეში გავწერეთ. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე  კი რეაბილიტაციის კურს ჰოსპიტალში გააგრძელებს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს კახეთში სამხედრო მოსამსახურეებით სავსე სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. სამხედრო ავტომობილში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები