კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტში 300 მილიონი ევროს ინვესტიცია იგეგმება

26 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელძღვანელმა ტომაშ მაკოვსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გორის მუნიციპალიტეტში განათლების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მყარი ნარჩენების მართვის, სასათბურე მეურნეობის, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობისთვის აღ. ევროპის განვითარების ფონდი 300 მილიონი ევროს ინვესტიციას ჩადებს. 

„გვინდა, პოლონეთის გამოცდილება თქვენ გაგიზიაროთ. იმ პროექტებს, რაც ჩვენთან უკვე განხორციელდა და წარმატებით იმუშავა, პოლონური მხარე გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გორში განსახორციელებელ პროექტებზე იმუშავებს. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი. საქართველოს მთავარი ქალაქებია თბილისი და ბათუმი, გორი საქართველოს ცენტრია, ამის გამო საპილოტე პროგრამები სწორედ აქ განხორციელდება“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ტომაშ მაკოვსკიმ.

პოლონეთის დელეგაცია გორში რამდენიმე დღე იმყოფებოდა, დელეგაციას პოლონეთის ექს-პრემიერი კაჟიმიეჟ მარჩინკიევიჩი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ ვსტუმრობდით საკმაოდ მნიშვნელოვან დელეგაციას პოლონეთიდან ექს- პრემიერის ხელმძღვანელობით, მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას“, - განაცხდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ტურიზმის განსავითარებლად პრიორიტეტები უკვე შერჩეული აქვს, ატენის ხეობაში ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტებისთვის გარემოს შექმნა იქნება პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი. ასევე იგეგმება საოჯახო სატუმროების ქსელის გაკეთება, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შემოსავლის წყარო გახდება.

ახალი ამბები