კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს სამ რეგიონში აკვირდება

30 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს დღეს საქართველოს სამ რეგიონში აკვირდებიან. 

ორგანიზაციის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: ქვემო ქართლში, მარნეულის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა სოფლებში და ქალაქ ხაშურში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში და თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

დამკვირვებელთა ინფორმაციით, შუადღისთვის კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. შეინიშნება ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა. სამაგიეროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადამეტებულად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და აგიტატორები, რომლებიც აღწერენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ირიბად ახდენენ ზემოქმედებას მათ არჩევანზე.
 
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია შევა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში, რომელიც მომზადდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია hridc.tv, ასევე, მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნების დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბრიფინგებს გამართავს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გახსნილ მედიაცენტრში, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიან საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს. მედიაცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრი ორ ბრიფინგს გამართავს: 16:00 და 20:30 საათზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ პარტნიორობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები