კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირმა მესხი: „ქალაქის მერმა ბიულეტენზე ყოფნის დროს გამათავისუფლა“

9 ნოემბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მუნიციპალური აიპის „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი ირმა მესხი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირმა მესხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ შტაბის ერთ-ერთი პროგარმის ხელმძღვანელიც იყო, აცხადებს რომ ქალაქის მერმა ის ბიულეტენზე ყოფნის დროს გაათავისუფლა.

„არ ვიცი, რატომ გამათავისუფლეს. უმჯობესია, ამის შესახებ ქალაქის მერს ჰკითხოთ. ჩემთვის მიზეზი არავის უთქვამს. ეს გადაწყვეტილება უკანონოა და ვიწყებ სამართლებრივ დავას. აქამდე ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით ბატონ დავითს არანაირი შენიშნვა არ ჰქონია. ახლა არ ვიცი, რა მოხდა. ვურეკავ და არ მპასუხობს“, - განაცხადა ირმა მესხმა. 

მესხის თქმით, გათავისუფლება პოლიტიკური კონტექსტით არ მომხდარა, რადგან ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

რუსთავის მერი humanrights.ge-ს ზარებს არ პასუხობს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ირმა მესხი დაკავებული თანამდებობიდან გვწერს: „გათავისუფლების დროს მესხი არ იმყოფებოდა ბიულეტენზე. მისი გათავისუფლება შრომის კოდექისი 37-ე მუხლის ო-პუნქტის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 93-ე მუხლის თანახმად მოხდა. ეს იყო საკადრო ცვლილება.“

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ო-ნაწილში ვკითხულობთ: „გათავისუფლების მიზეზი შეიძლება, იყოს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.“ დაახლოებით ასეთივე ზოგადია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 93-ე მუხლი, რომელიც ამბობს: „მოხელე სამსახურიდან შეიძლება, გაათავისუფლოს იმ პირმა, ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს.“

არაოფიციალური ინფორმაციით, ირმა მესხის გათავისუფლება ქალაქში გავრცელებულ იმ ხმებს უკავშირდება, რომელთა თანახმადაც,  ირმა მესხი „ქართული ოცნების“ წევრებთან და მაჟორიტარებთან ქალაქის მერის დისკრედიტაციას ცდილობდა.

ახალი ამბები