კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბ ქათამაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

10 ნოემბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრის მერაბ ქათამაძის მიმართ 7 წლის წინ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით მერაბ ქათამაძის ბრალეულობა არ დასტურდება.

პროკურატურა ქათამაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში ადანაშაულებდა. მერაბ ქათამაძის საქმის განხილვა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ პერიოდში ოთხი მოსამართლე და სამი პროკურორი შეიცვალა.

„ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გამოაშკარავდა, რომ გამომძიებლები, რომლებიც დაკავების ადგილზე, გრიბოედოვის ქუჩაზე უნდა ყოფილიყვნენ, იყვნენ აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იარაღის ამოღების ფაქტს არავინ ადასტურებდა. იმ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დავკითხეთ ის მოწმეებიც, რომლებმაც მერაბ ქათამაძე ნახეს. მათ თქვეს, რომ პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ. ყოველივე ამის შემდეგ პროკურატურამ აღიარა, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალი არ მტკიცდება“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ვეფხვაძემ.

მერაბ ქათამაძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, 2009 წლის 7 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ქათამაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა. ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, სასამართლო პროცესები სამი წლით შეწყდა და მხოლოდ 2012 წელს განახლდა. მოწმეები ძირითადად 2013 წლის ბოლოს დაიკითხნენ და მას მერე, 2016 წლამდე პროცესი აღარ ჩატარებულა.

მერაბ ქათამაძე 2015 წლის 20 თებერვლიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

ახალი ამბები